საქართველოში მასშტაბური ციფრული გადამზადება იწყება

საქართველოში მასშტაბური ციფრული გადამზადება იწყება

ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი, ლანჩხუთი, ჩხოროწყუ, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, თერჯოლა, ჭიათურა, სამტრედია, ხონი, გორი, კასპი და საქართველოში არსებული სხვა ტექნოპარკები - საერთო ჯამში მოინიშნა 30 წერტილი საქართველოს მასშტაბით, სადაც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ შექმნილი გლობალური დასაქმების ონლაინ პლატფორმის ”ციფრული მოქალაქის” პროექტის ახალი ეტაპი იწყება.

პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში მცხოვრებთა ციფრული გადამზადება და შემდგომში მათი გლობალური დასაქმების პლატფორმებში ჩართვა. საპილოტე ეტაპი კასპში უკვე განხორციელდა.

”საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ ახალი ეტაპისთვის ვემზადებით. გადამზადება საქართველოს მასშტაბით 30-მდე წერტილში სექტემბერში დაიწყება, მანამდე კი მონაწილეების შერჩევის პროცესი გაიმართება. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდებმა რაც შეიძლება ბევრ რეგიონში აითვისონ ბიზნესი და ტექნოლოგიები. საბოლოო ჯამში კი, პროექტმა სრულიად საქართველო უნდა მოიცვას. მათ გადამზადებას უნივერსიტეტი უზრუნველყოფს,” - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიზანია, მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტრენდის დამკვიდრების ხელშეწყობა და გლობალურ დისტანციურ სამუშაოებში ჩართვის მიზნით რაც შეიძლება მეტი სამუშაოს მაძიებელი ადამიანის გადამზადება. შექმნილ ინოვაციურ პლატფორმას წვდომა აქვს მსოფლიოში 15 მილიონზე მეტ ვაკანტურ პოზიციაზე და უზრუნველყოფს კონკრეტული მიმართულებებით სამუშაოების ძიებას და მათ ერთ სივრცეში თავმოყრას.

”საპილოტე პროექტმა, რომელიც კასპში განხორციელდა, აჩვენა, რომ საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. კასპში ახალგაზრდებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს და მიღებული შედეგიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. 80-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი. საბოლოოდ კი 15 კაციანი ჯგუფი შედგა, რომლის გადამზადების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ამ ერთი რეგიონის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ უამრავი ვირტუალური სამუშაო ადგილი მსოფლიო მასშტაბით. ეს ბაზარი მზარდია და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დროულად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში,” - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

პროექტის ახალი ეტაპის ფარგლებში ბენეფიციარების გადამზადება 2017 წლის 18 სექტემბერს იწყება, მსურველთა რეგისტრაცია კი 2017 წლის 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი