რუსული "იანდექსი" და ამერიკული "უბერი" 6 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ერთობლივ კომპანიას ქმნიან

რუსული "იანდექსი" და ამერიკული "უბერი" 6 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ერთობლივ კომპანიას ქმნიან

რუსული ტაქსოკომპანია "იანდექსმა" და ამერიკულმა "უბერმა" შეთანხმებას მიაღწიეს რუსეთსა და ხუთ მეზობელ ქვეყანაში თავიანთი ბიზნესების შერწყმის თაობაზე.

"როიტერის" ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებაში "იანდექსმა" და "უბერმა" განაცხადეს, რომ ისინი რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოში და ყაზახეთში ახალ კომპანიას ქმნიან, რომელიც 127 ქალაქში იმოქმედებს. გარიგება მხარეებს შორის მეოთხე კვარტლის ბოლოს გაფორმდება.

ორი კომპანიის ბიზნესი კომპანია NewCo-თი იქნება წარმოდგენილი. ახალი კომპანიაში ასევე გაერთიანდება "უბერის" საჭმლის მიტანის სერვისი UberEATS, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილ ქვეყანაზე გავრცელდება. კომპანიის 59,3% "იანდექსის" კუთვნილება იქნება, 36,6% - "უბერის", ხოლო 4,1% - კომპანიის თანამშრომლების.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი