როგორ შევიძინოთ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება?

როგორ შევიძინოთ სახელმწიფოს კუთვნილი ქონება?

სახელმწიფო ქონების გაყიდვა და დროებით სარგებლობაში გადაცემა გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება.

რა შემთხვევებია ეს და როგორ ხდება სახელმწიფო ქონების განკარგვა? - ამის თაობაზე ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ვესაუბრეთ:

- სახელმწიფოს კუთვნილი ქონების საკუთრებაში, ან დროებით სარგებლობაში გადაცემის წესებს "სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი" განსაზღვრავს. გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ხოლო ქვეყნის მთავრობა წყვეტს, ვის შეიძლება გადაეცეს ქონება უსასყიდლოდ, კონკურსის, ან აუქციონის გარეშე. სახელმწიფო ქონების შეძენის მსურველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. მეც მყავდა რამდენიმე კლიენტი, რომელსაც სახელმწიფო ქონების შეძენა სურდა, მაგრამ უარი მიიღო.

- რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფო ქონების შეძენის მსურველი?

- სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები მთელ რიგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც კანონით არის განსაზღვრული. სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, ან პირთა გაერთიანება, აგრეთვე - არასამეწარმეო იურიდიული პირი, საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია. რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების გასხვისებას, ამ შემთხვევაში კიდევ სხვა კრიტერიუმები მოქმედებს.

განაგრძეთ კითხვა

ხმაური ბათუმში - აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად 10-მდე პირი დააკავეს

გაგრძელდება თუ არა კომუნალურ გადასახადებზე საშეღავათო პერიოდი? - პრემიერის პასუხი

საქართველო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების "პლაქვენილით" მკურნალობას დროებით წყვეტს