სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა

სოფელ ბერშუეთში, საოკუპაციო ხაზთან, დღეს საზოგადოების ერთი ჯგუფის აქცია დასრულდა. ადგილზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიციელებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კორდონი გააკეთეს.

მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა. ოპოზიციამ ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე პასიურობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების უდიდესი შეცდომა ის იყო, რომ 2014 წელს, უკრაინის სანქციებს არ მიება საქართველოს ოკუპაციის თემა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ბერშუეთში, 20:00 საათზე კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. ეს აქცია თბილისში დაგეგმილი ”ქართველთა მარშის” პარალელურად იმართება.

„14 ივლისს, 20:00 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე “ქართველთა მარში” გაიმართება, ჩვენ გვსურს დავდგეთ ყოველდღიურად მცოცავ საოკუპაციო ხაზთან! გვსურს, ჩვენ თანამოქალაქეებს და უცხოელ გულშემატკივრებს ნათლად დავანახოთ, რომ ჩვენი უმთავრესი პრობლემა ოკუპაციაა. ჩვენი სახელმწიფოს მთლიანობის მტერი, ცენტრალური მაგისტრალიდან რამდენიმე მეტრში მდგომი რუსის ჯარია და არა საქართველოში კანონიერად მცხოვრები უცხოელები. ეს აქცია ჩვენი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების პოზიციაა. ჩვენ გვსურს ხმაურიანი განცხადებების გარეშე დავდგეთ საოკუპაციო ხაზთან და დავანახოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაღელვებს მცოცავი ოკუპაცია“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ფოტო: ირაკლი ტაბლიაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი