პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა, ე. წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს ჩვენება ძირითადად ქონებრივ საკითხებზე მისცა. ამის შესახებ ბოტკოველმა ჟურნალისტებს მისი დაკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"გამოძიების აუცილებლობიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ შეკითხვები, რაზეც ჩემი აზრით, გავეცი არგუმენტირებული პასუხები, შედეგზე იმსჯელებს სასამართლო", - აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახდა საჭირო ამ საქმეზე მიქაელ ბოტკოველის დაკითხვა, საპატრიარქოს მდივანი აცხადებს, რომ ის სამსახურეობრივ შემხებლობაში იყო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც დღეს განიხილება სასამართლოზე. ბოტკოველის თქმით, მან პროკურატურის შეკითხვებს გამოძიების ეტაპზეც უპასუხა.