ეგვიპტის კურორტ ხურგადას ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად საქართველო მოქალაქეები არ დაშავებულან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, საქართველოს ელჩი ეგვიპტეში ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს უკვე ესაუბრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხურგადას ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი გარდაცვლილია, ხოლო 4 - დაშავებული. გარდაცვლილები უკრაინის მოქალაქეები არიან.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, ამ დროის მონაცემებით, მომხდარის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავებულები არ არიან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, ეგვიპტის კურორტ ხურგადას ერთ-ერთ სასტუმროზე თავდასხმა მამაკაცმა განახორციელა, რომელიც დანით იყო შეიარაღებული. მედიის ინფორმაციით, დამნაშავე ტურისტებს თავს პლაჟზე დაესხა. თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის არ სახელდება.