საქართველოში 18 ივლისამდე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

საქართველოში 18 ივლისამდე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი

საქართველოში 18 ივლისამდე ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, ტემპერატურა 36-38 გრადუსამდე აიწევს.

მისივე თქმით, თბილისში ხვალ ჰაერის ტემპერატურა 31-33 გრადუსი იქნება, ხოლო 17-18 ივლისს შესაძლოა ტემპერატურამ 35 გრადუსამდე მოიმატოს.

”დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა-ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა იქნება 30-დან 35 გრადუსამდე.

17 ივლისს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია ძლიერი ქარი. 18 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 36 გრადუსამდე აიწევს. ტემპერატურა მოიმატებს აღმოსავლეთ საქართველოშიც ”, - აღნიშნა გვაზავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი