თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც ბავშვის მშობელია, ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, ხოლო მძღოლი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"მოვდიოდით ძალიან ნორმალურად, წესრიგიანად. ავარიის შემდეგ, როდესაც აზრზე მოვედი, მითხრეს, რომ მძოლი ყვიროდა, რომ მას გზა გადაუჭრეს. რა მოხდა რელაურად არ ვიცით", - განუცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა "რუსთავი2"-ს.
ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში, ტრაპზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი - "ერისიონის" საბავშვო სტუდია "ლამპრების" წევრები და თანმხლები პირები დაშავდნენ.
ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა.