უახლესი ინფორმაცია თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვებზე

უახლესი ინფორმაცია თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებულ ბავშვებზე

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თურქეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის ტრაბზონის საკონსულოში იმყოფებიან. მათივე ცნობით, მას შემდეგ, რაც ბავშვები სხვადასხვა ქალაქიდან შეგროვდებიან, მათ საქართველოში გადმოიყვანენ.

ტრაბზონში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში. მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს.

”უახლოეს საათებში ჩვენ ბავშვებს გავამგზავრებთ სამშობლოში. სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანი საავადმყოფოში რჩება. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მაქსიმალური ყურადღება ექცევათ. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მათი გადაყვანაც მოხერხდება სამშობლოში. არაერთი კითხვა დაისვა მიზეზებზე, ჯერჯერობით პასუხი არ გვაქვს, ეს სამართალდამცავების პრეროგატივაა, თუმცა მოქალაქეებთან პირად საუბრებში ყველა გვიდასტურებს, რომ ყველას ეძინა და არავინ იცის კონკრეტულად რა მოხდა და ვისი, ან რისი ბრალი იყო”, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ თურქეთში დაშავებულების მონახულების შემდეგ.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ საქართველოს მოქალაქეებს სამედიცინო დახმარების მიმართულებით სრულ მხარდაჭერას აღმოუჩენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსა და მის თურქ კოლეგას რეჯებ აკდაღს შორის გაიმართა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი პირადად არის ჩართული ამ საკითხში და დეტალურ ინფორმაციას ფლობს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალ ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 26 ბავშვი. ამ დროისთვის ისინი თავს კარგად გრძნობენ. ოთხი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი