რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართის შეძენისას?

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართის შეძენისას?

უძრავი ქონების შეძენისას დიდი დაკვირვება და ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გათვალისწინება გვმართებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ფინანსური ზარალიც ვნახოთ და ძალიან დიდ უსიამოვნებაშიც გავეხვიოთ.

რა უნდა გავითვალისწინოთ ბინის, ან კომერციული ფართის შეძენისას? - ამ საკითხზე "ბიზნესპრესნიუსს" უძრავი ქონების სააგენტო "კიბეს" ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე და ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრებიან:

თუ ბინის შეძენა გადაწყვიტეთ

ნელი გოგუაძე: როდესაც ადამიანი ბინის შეძენას გადაწყვეტს, ჯერ უნდა დარწმუნდეს, შეესაბამება თუ არა მფლობელის მიერ დასახელებული თანხა ამ ბინის ხარისხს. პირველ რიგში მყიდველმა ვიზუალურ მხარეს უნდა მიაქციოს ყურადღება, გაითვალისწინოს, რისთვის უნდა ეს ბინა - საცხოვრებლად, გასაქირავებლად თუ სხვა მიზნით. ასევე საყურადღებოა რას ყიდულობს, რა ფასად და გაყიდვა რომ დასჭირდეს, ამ ბინის ფასი გაიზრდება თუ შემცირდება. ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ კორპუსი, სადაც ბინის შეძენას აპირებთ: ხომ არ არის ის შეტანილი ავარიული კორპუსების სიაში, რა მასალით არის ნაშენები, სადარბაზო როგორი აქვს და ა.შ... კორპუსს რომ შეხედავთ, ნაწილობრივ მაინც მიხვდებით, როგორი ხარისხისაა. შეიძლება მას ბზარებიც ჰქონდეს, მაგრამ უნდა დაადგინოთ ეს ბათქაშის ბზარია, თუ კედლებია დაბზარული. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ სართულზეა ბინა, ინფრასტრუქტურა თუ არის გამართული და რამდენად კარგ ადგილას მდებარეობს, თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია: ზოგიერთი მკითხველისთვის შეიძლება საბურთალო, ან ვაკე იყოს პრიორიტეტული, ხოლო ზოგიერთს - გარეუბანი უფრო მოსწონდეს. ეს ის შემთხვევაა, როცა გემოვნებაზე არ დაობენ".

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი