13 წლის ქართველი გოგონა მინსკში სიკვდილს ებრძვის

13 წლის ქართველი გოგონა მინსკში სიკვდილს ებრძვის

თბილისელ 13 წლის ქეთევან ქარუმიძეს მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გულის რესტრუქციული კარდიომიოპათიის დიაგნოზის გამო 29 წლის დონორი მამაკაცის გული გადაუნერგეს. ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, თუმცა გართულებებმა თავი მაინც იჩინა. მკურნალობის გასაგრძელებლად ძვირადღირებული მედიკამენტები და გამოკვლევებია საჭირო.

როგორც AMBEBI.GE-ს მინსკიდან მოზარდი პაციენტის მამამ, გიორგი ქარუმიძემ აცნობა, მდგომარეობა კრიტიკულია, ვინაიდან საოპერაციოდ განკუთვნილი 100 000 აშშ დოლარი საკმარისი არ აღმოჩნდა შემდგომი მკურნალობისთვის. ამჟამად კლინიკის მიმართ დავალიანება 45 000 აშშ დოლარია და ამის გამო შესაძლებელია ყოველ წუთს კლინიკიდან გამოუშვან.

"8 ივნისს ჩაუტარდა ოპერაცია ჩემ შვილს. ინსულტით გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის გული გადაუნერგეს ქეთის. ახლაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წევს. ძველ გულს სხვა ორგანოებიც დაუზიანებია და მკურნალობა გაჭიანურდა. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. კვირაში 7000-8000 დოლარია საჭირო მკურნალობისა და მედიკამენტებისთვის. მეგობრებო, კოლეგებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, კეთილო ხალხო ყველას მოგმართავთ თხოვნით პატარა ქეთევან ქარუმიძის დასახმარებლად! რა გზას დავადგე აღარ ვიცი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან ბელორუსის ჯანდაცვის უწყებაში რომ დარეკონ და აუხსნან მდგომარეობა, ამანაც შეიძლება გვიშველოს და ქუჩაში არ გამოგვყარონ. ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის. ამაზე დიდი სიმწარე არაფერია, რომ ვერაფერს ვშველი. ფულია მთავარი, რომლის რესურსი აღარ გამაჩნია. მიშვლეთ გემუდარებით“,-აცხადებს გიორგი ქარუმიძე.

ქეთევანის უფროსი და, 16 წლის მარიამ ქარუმიძე მიმდინარე წლის 27 აპრილს ზუსტად იგივე დიაგნოზით გარდაიცვალა.

ოჯახი თანამოქალაქეებს დახმარებას სთხოვს. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც ქეთევანის დასახმარებლადაა გახსნილი:

მიმღები: თამარ მჭედლიშვილი (გოგონას დედა)

პროკრედიტ ბანკი: GE59PC0263600100010709

საქართველოს ბანკი: GE64BG0000000195307800

გიორგი ქარუმიძის ტელეფონის ნომერი: +375298028879

ოკუპირებული ცხინვალიდან საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას მამაკაცი გარდაიცვალა - "საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანი იმსხვერპლა"

"ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს..." - ფოტოები უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის სახელოსნოდან

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და მათგან რამდენია ხელოვნურ სუნთქვაზე?