საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ფუტკარაძემ თანამდებობა დატოვა. ფუტკარაძის განცხადებით, გადაწყვეტილება მისთვის რთული მისაღები აღმოჩნდა.

"დღეს, ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემთვის რთული გადაწყვეტილება მივიღე. ვტოვებ პირველი არხის ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტს. ამ არხთან და ჩემს კოლეგებთან, ძველებთან თუ ახლებთან, ბევრი საინტერესო, რთული და გამოწვევებით სავსე სამუშაო დღეები და ღამეები მაკავშირებს. მადლობა მათ შრომისთვის, ერთგულებისთვის. დღეს ამ გუნდს დავემშვიდობე, წარმატებები მათ. ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დროა", - წერს ფუტკარაძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი