ნაყინის წარმოების 150 წლიანი ისტორია - საერთაშორისო ბრენდი MADO უკვე საქართველოშია

	ნაყინის წარმოების 150 წლიანი ისტორია - საერთაშორისო ბრენდი MADO უკვე საქართველოშია

ნაყინისა და გემრიელი ევროპული და თურქული კერძების მოყვარულთათვის შეკრების ახალი ადგილი, საერთაშორისო ბრენდი MADO, თბილისში თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩაზე გაიხსნა. ხარისხის და გემოს მოყვარულებს მადომ უკვე მსოფლიოს 21 ქვეყანაში შეაყვარა თავი და საქართველოშიც მომსახურების და კვების ევროპული სტანდარტებით დაიმკვიდრებს თავს.

MADO-ს ისტორია ნაყინის წარმოებით დაიწყო. ეს არის ნაყინის რეცეპტი, რომელსაც 150-წლიანი გამოცდილება აქვს და თავისი უნიკალური გემოთი მსოფლიო აღიარება დაიმსახურა.

გიორგი გოგუა ("მადოს" მარკეტინგის მენეჯერი) - "საერთაშორისო ბრენდი - MADO ხუთი თვეა რაც საქართველოში შემოვიდა თუმცა დღეს გვაქვს ოფიციალური გახსნა , სადაც მოწვეული გვყავს როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუმრები . ეს ჩვენი პირველი ობიექტია საქართველოში, ამავე წელს ვგეგმავთ მეორე ობიექტის გახსნასაც - გალერეა თბილისში, ხოლო უახლოეს მომავალში მადო ბათუმშიც იქნება წარმოდგენილი".

სერჰატ ოზთურქი (მადოს წარმომადგენელი) - "ჩვენ საქართველოში მადოს ახალი ფილიალის გასახსნელად ჩამოვედით რაც ძალიან სასიხარულოა. მადოს რესტორნები აქვს 21 ქვეყანაში, მათ შორის 300- მდე ფილიალი თურქეთში. მადო მუდმივად აფართოებს ბიზნესს მსოფლიოს სხვადასვხა ქევყანაში".

ბრენდის ზრდასთან ერთად, რესტორნის მენიუც უფრო და უფრო იხვეწება, ქართველ მომხმარებლებს კი, სტანდარტულ მენიუსთან ერთად, ქართული კერძების არჩევანსაც შესთავაზებს.

ღონისძიების სტუმარი თეა აგლაძე - "მადოს" ხშირი სტუმარი ვარ , დღეს ოფიციალური გახსნაა და როგორც ყოველთვის უგემრიელესია ყველაფერი. წარმატებას ვუსურვებ მას".

ოფიციალურ გახსნაზე მადო მიწვეულ სტუმრებს უგემრიელესი ფურშეტით და რაღა თქმა უნდა საფირმო ნაყინით გაუმასპინძლდა. როგორც მადოს წარმომადგენლებმა გვითხრეს, მენეჯმენტი უახლოეს მომავალში გეგმავს ქსელის გაფართოებას და ახალი ფილიალების გახსნას არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი