რო­გორ იქ­ცა ოჯა­ხისთვის თავ­გან­წი­რუ­ლი ქა­ლი მო­ღა­ლა­ტედ

რო­გორ იქ­ცა ოჯა­ხისთვის თავ­გან­წი­რუ­ლი ქა­ლი მო­ღა­ლა­ტედ

ემიგ­რან­ტის მე­გო­ბა­რი - ასე წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა თა­ვი ქალ­ბა­ტონ­მა, რო­მელ­მაც მძი­მედ სა­კითხა­ვი წე­რი­ლი მოგ­ვ­წე­რა. ლა­პა­რა­კია ქალ­ბა­ტონ­ზე, რო­მელ­საც ჯერ ემიგ­რან­ტო­ბა არ­გუ­ნა ბედ­მა, სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა დას­ჭირ­და იმის­თ­ვის, რომ არ და­კარ­გუ­ლი­ყო და ოჯა­ხი არ და­ე­ღა­ლა­ტე­ბი­ნა, ბო­ლოს კი, შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე. წე­რი­ლის სტი­ლი და­ცუ­ლია.

"მინ­და, ერ­თი ამ­ბა­ვი გა­ვიხ­სე­ნო. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­ცა მა­ნე­თი კუ­პონ­მა შეც­ვა­ლა და ხალხს ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და. ადა­მი­ა­ნებ­მა სამ­სა­ხუ­რი და­კარ­გეს, გლე­ხებს მი­წის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი თან­ხა არ ჰქონ­დათ და ვი­საც რო­გორ შე­ეძ­ლო, ისე გაჰ­ქონ­და თა­ვი... იმ წლებ­ში ქა­ლებ­მა მე­ტის­მე­ტად ივაჟ­კა­ცეს და კა­ცებს ტო­ლი არ და­უ­დეს: რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სა­მუ­შაო არ იშო­ვე­ბო­და, წა­ვიდ­ნენ ქვეყ­ნი­დან, ბე­დის სა­ძი­ებ­ლად. ჰო­და, მეც ერთ-ერთ ასეთ ქალ­ზე უნ­და გი­ამ­ბოთ, რად­გან ამ ტკი­ვილს წლე­ბია, გუ­ლით ვა­ტა­რებ და რაც დრო გა­დის, მით მე­ტად მი­ჭირს იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ოჯა­ხე­ბი დი­ა­სახ­ლი­სებს ასე იოლად იმე­ტებ­დ­ნენ და­სა­კარ­გად...

ერთ დღეს მე­გო­ბარ­მა მითხ­რა, - რა ვქნა, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, უნ­და გავ­რის­კო და სხვე­ბის მსგავ­სად, მეც სად­მე სა­მუ­შა­ოდ გა­და­ვიხ­ვე­წოო. აბა, რომც და­მე­შა­ლა მის­თ­ვის რა­მე, რა აზ­რი ექ­ნე­ბო­და? მა­შინ, მე უნ­და გა­მეწ­ვ­დი­ნა მის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის ხე­ლი, ფუ­ლი მი­მე­ცა ან და­მე­საქ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ აბა, ამას რო­გორ შევ­ძ­ლებ­დი, რო­ცა თა­ვა­დაც ძა­ლი­ან მი­ჭირ­და? შე­ი­ძი­ნა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა თურ­ქე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­ბუ­სის ბი­ლე­თი და თან ნა­სეს­ხე­ბი, ორი­ო­დე გრო­შიც წა­ი­ღო, ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის. სტამ­ბოლ­ში ჩა­სულ­მა, არ იცო­და, ღა­მე სად გა­ე­თია და სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­და. ენა არ იცო­და, ახ­ლო­ბე­ლიც არა­ვინ ჰყავ­და. სად­გურ­ში ცა­რი­ელ სკამ­ზე მო­კა­ლათ­და და გა­დაწყ­ვი­ტა, ცო­ტა ამო­ე­სუნ­თ­ქა, ბე­დის სა­ძებ­ნე­ლად კი მო­მაგ­რე­ბუ­ლი წა­სუ­ლი­ყო. ღა­მე ვაგ­ზალ­ზე გა­ა­თია. დი­ლით გა­რეთ გა­ვი­და, თურ­ქუ­ლი ჰა­ე­რი ღრმად ჩა­ი­სუნ­თ­ქა. შიმ­შილ­მა შე­ა­წუ­ხა. პუ­რი იყი­და, მე­რე კი იქ­ვე ჩა­მოჯ­და და ლოღ­ნა და­უწყო. თურ­ქი პუ­რის მცხო­ბე­ლი ხარ­ბად აკ­ვირ­დე­ბო­და. მის თვალს ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლის სი­ლა­მა­ზე არ გა­მოჰ­პარ­ვია და კითხ­ვე­ბი მი­ა­ყა­რა. ერ­თ­მა­ნეთს ხე­ლე­ბი­თა და ფე­ხე­ბით უხ­ს­ნიდ­ნენ სათ­ქ­მელს, ცო­ტა­ო­დე­ნი რუ­სუ­ლი ორი­ვემ იცო­და და ესეც გა­მო­ად­გათ. კაც­მა დახ­მა­რე­ბა აღუთ­ქ­ვა და შინ მი­იწ­ვია. ქა­ლიც, სხვა რა გზა ჰქონ­და და და­თან­ხ­მ­და. თურ­ქ­მა სადღაც მი­იყ­ვა­ნა. ბი­ნა და­კე­ტი­ლი იყო და აშ­კა­რა იყო, სახ­ლ­ში კი არა, სხვა­გან მი­იყ­ვა­ნა. მო­უნ­და, ეს ამ­ბა­ვი გა­ეპ­რო­ტეს­ტე­ბი­ნა და უთხ­რა, - სა­დაა თქვე­ნი ცო­ლი, შვი­ლე­ბი? მე­გო­ნა, მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დი­თო. კაც­მა და­ამ­შ­ვი­და: არ შე­გა­წუ­ხებ, მხო­ლოდ შე­ნი დახმ­ა­რე­ბა მინ­დაო. ჯერ გაქ­ცე­ვა გა­დაწყ­ვი­ტა, მაგ­რამ...

უქონ­ლო­ბამ და შიმ­შილ­მა თა­ვი­სი ქნა, კაცს დაჰ­ყა­ბულ­და. თან უთხ­რა, რო­ცა მუ­შა­ო­ბას და­ვიწყებ, სი­კე­თეს სი­კე­თით­ვე გა­და­გიხ­დი­თო. კა­ცი ყო­ველ­დღე მი­დი­ო­და მას­თან, საქ­მეც უშო­ვა. კარ­გი მე­გობ­რე­ბი­ვით იყ­ვ­ნენ ერ­თხანს. მე­რე კა­ცი გა­მო­უტყ­და, რომ მის მი­მართ გრძნო­ბა ჰქონ­და და... ქა­ლიც ნე­ბით თუ უნე­ბუ­რად, აც­დუ­ნა კა­ცის სიტყ­ვებ­მა, საქ­ცი­ელ­მა.

კაც­მა ქალს ცო­ტა ხან­ში უკე­თე­სი სამ­სა­ხუ­რი უშო­ვა, გა­ცი­ლე­ბით შე­მო­სავ­ლი­ა­ნი, ვიდ­რე პირ­ვე­ლი იყო. თან, მა­ტე­რი­ა­ლუ­რად თა­ვა­დაც ხში­რად ეხ­მა­რე­ბო­და, ანე­ბივ­რებ­და. გა­დი­ო­და დღე­ე­ბი და ქალს ეგო­ნა, სა­მოთხე­ში მოხ­ვ­და, რად­გან ქმრის­გან ასე გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ იყო. და­შაქ­რუ­ლი სიტყ­ვე­ბი კი არა, გი­ნე­ბის მე­ტი არა­ფე­რი ახ­სოვ­და მე­ო­რე ნა­ხევ­რის­გან. თუმ­ცა, მა­ინც უყ­ვარ­და თა­ვი­სი უქ­ნა­რა კა­ცი, რო­მელ­საც სიყ­ვა­რუ­ლით გაჰ­ყ­ვა ცო­ლად და წლე­ბიც შე­ა­ლია...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი