გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილი „სკაიპით“ დაიკითხება

გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე სოსო ოხანაშვილი „სკაიპით“ დაიკითხება

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი მზადაა სასამართლოს ჩვენება მისცეს.

როგორც ფანცულაიამ განაცხადა, დაცვის მხარემ გადაამოწმა სოსო ოხანაშვილის დაკითხვის საკითხზე პროკურორების მიერ გავრცელებული ინფორმაცია და როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, პრაქტიკულად, დადასტურდა მათი ეჭვი იმის თაობაზე, რომ პროკურატურა ცდილობდა თავი აერიდებინა ოხანაშვილის დაკითხვისთვის.

მისივე თქმით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი უახლოეს პროცესებზე „სკაიპით“ დაიკითხება.

"წინა პროცესზე სოსო ოხანაშვილის დაკითხვაზე ეჭვები გვიჩნდებოდა, თითქოსდა პროკურორები ცდილობდნენ, რომ თავი აერიდებინათ მისი დაკითხვისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ეჭვები ნაწილობრივ დადასტურდა კიდეც, ვინაიდან, ჩვენ გადავამოწმეთ მისი დაკითხვის საკითხი და შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის მზად არის ჩაერთოს „სკაიპით“ და მისცეს სრული ინფორმაცია საქმეზე და შემდეგ მოსამართლე შეაფასებს, ეს ინფორმაცია რამდენად და რომელი მხარის პოზიციის დამადასტურებელი უფროა. მისი დაკითხვა ლოგიკურად რამდენიმე პროცესში მოხდება", - აღნიშნა გიორგი ფანცულაიამ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი