"ვისოლ ჯგუფმა" "თბილისი მოლში" "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ამერიკული რესტორნები გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" "თბილისი მოლში" "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ამერიკული რესტორნები გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" "თბილისი მოლში" "ვენდისა" და "დანკინ დონატსის" ამერიკული რესტორნები გახსნა. ახალგახსნილი რესტორნები "ვენდისთვის" მე-9, ხოლო "დანკინ დონატსისთვის" მე-18 ობიექტია.

როგორც "დანკინ დონატსისა" და "ვენდის" მარკეტინგის დირექტორმა ელენე კოხრეიძემ აღნიშნა, მიმდინარე წლის ბოლომდე "ვისოლ ჯგუფი" ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს.

"წლევნდელ წელს "ვისოლ ჯგუფში" მატება გვექნება და გაიხსნება 4 რესტორანი ქუთაისსა და ბათუმში, სადაც ჯამში 150-მდე ადამიანი დასაქმდება", - განაცხადა ელენე კოხრეიძემ.

ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად, "ვენდიმ "სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ "საოჯახო მენიუს შესთავაზებს, რომელიც რესტორანში სტუმრობას ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომს გახდის. გახსნის საზეიმო ცერემონიალის სტუმრებს შთამბეჭდავი "დრამ სქულის" შოუ-პერფორმანსის ხილვის საშუალება ჰქონდათ.

"ვისოლ ჯგუფმა" ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან "დანკინ დონატსთან" ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. "ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება კი "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. "მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივის ფარგლებში, 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა "ვენდიმ" და "დანკინ დონატსმა" იმპორტირებული პროდუქტები ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

მეგი ნარსავიძე

Ambebi.ge

მეტროს და ავტობუსების მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 31 მარტს, დილის 08:00 საათიდან გაჩერდება

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ლერი ხაბელოვი, ლევან კორღალაძე

ზიარების წესი კანონიკური საკითხია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე