მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემის ამოქმედებიდან 11 ივლისის ჩათვლით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის საპატრულო პოლიციამ 18 403 საჯარიმო ქვითარი გამოწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდარღვევებს შორის განსაკუთრებით რამდენიმე მათგანი ჭარბობდა, რომელთა გამოც მოქალაქეებმა 5-დან 25 ქულამდე დაკარგეს:
1. მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის, ასევე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნის გამო, გამო საპატრულო პოლიციამ 4 779 საჯარიმო ქვითარი გამოწერა. შედეგად, მძღოლებს მართვის მოწმობაზე 5 ქულა დააკლდათ;
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის გამო 3 216 მოქალაქე დაჯარიმდა, რომელთაც ასევე 5 ქულა ჩამოაკლდათ; წაიკითხეთ გაგრძელება