ისლანდიაში ჩანჩქერთან გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის მამა და სიძე ისლანდიაში წასვლას ცდილობენ

ისლანდიაში ჩანჩქერთან გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის მამა და სიძე ისლანდიაში წასვლას ცდილობენ

გულფოსის ჩანჩქერთან გაუჩინარებული 22 წლის ქართველი ახალგაზრდის ნიკა ბეგაძის ოჯახის წევრები - მამა და სიძე ისლანდიაში წასვლას ცდილობენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ნიკა ბეგაძის მამა და სიძე უკვე მეოთხე დღეა საბუთების მოწესრიგებას და ისლანდიაში გამგზავრებას ცდილობენ, რომ სამძებრო სამუშაოებში თავად ჩაერთონ.

ისლანდიის პოლიცია, მაშველები და იქ მცხოვრები ნიკა ბეგაძის მეგობრები და ადგილობრივი ქართველები მეხუთე დღეა, რაც დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ. სამძებრო სამუშაოები როგორც ვერტმფრენით, ასევე ძაღლების დახმარებით ჩანჩქერისა და მდინარის ნაპირზე, ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყეში მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოებს ჩანჩქერისა და მდინარის სწრაფი დინება და წყლის დაბალი ტემპერატურა ართულებს. ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, ნიკა მეორე წელია, რაც ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. ის ქალაქ რუსთავიდანაა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ მისი მშობლები და და. ოჯახის ახლობლებისა და მეზობლების განცხადებით, ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტი იყო, ის ისლანდიაში ქართველ მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის წამოწყებას გეგმავდა და დის წაყვანასაც აპირებდა. ნიკას ახლობლების თქმით, ჩანჩქერთან იპოვეს მისი მობილური ტელეფონი, რომელიც დამტვრეული იყო, ასევე სხვა პირადი ნივთები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი