გურჯაანში, სოფელ ვეჯინის გამგებელი დაჭრეს

 გურჯაანში, სოფელ ვეჯინის გამგებელი დაჭრეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი დაჭრეს. ვეჯინის გამგებელს კუკური ჯამატაშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაჭრა ვეჯინის გამგებლისა და მოქალაქის შელაპარაკებას მოჰყვა. დაჭრილს მკურნალობა გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაჭრაში ბრალდებული უკვე დაკავებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია