სოფელ ვეჯინის გამგებლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

სოფელ ვეჯინის გამგებლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ვეჯინის გამგებელი, კუკური ჯამატაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს. ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი