ახალი ინფორმაცია ვანო ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - რას ამბობს ნიკო ლეკიშვილი მეგობრის შესახებ

ახალი ინფორმაცია ვანო ზოდელავას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - რას ამბობს ნიკო ლეკიშვილი მეგობრის შესახებ

თბილისის ყოფილი მერი, ვანო ზოდელავა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვანო ზოდელავას მეგობარმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა განუცხადა, "ექიმები ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ".

ნიკო ლეკიშვილის თქმით, ვანო ზოდელავას მძიმე დაზიანებები თავის არეში და ფილტვზე აქვს.

"მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ექიმები ვერაფერს ვერ ამბობენ - დაველოდოთო. დაზიანებები აქვს თავის არეში და ფილტვზე. სამწუხარო ავარია მოხდა. მეორე მანქანაში მსხდომებიდან ერთი დაიღუპა, არიან დამტვრეულები. გამოძიება მიმდინარეობს და დაველოდებით შედეგებს", - განაცხადა ნიკო ლეკიშვილმა.

ვანო ზოდელავას ორი დღის წინ, "ნიუ ჰოსპიტალში" ტრეპანაცია ჩაუტარდა. ის აზერბაიჯანიდან საქართველოში მოემართებოდა, რა დროსაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი - "ოპელის", "მერსედესისა" და "ჰონდას" მარკის მანქანები შეეჯახა. ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც "ოპელის" მარკის ავტომობილს მართავდა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი