ოთარ კახიძე - ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა მომივიდა

ოთარ კახიძე - ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა მომივიდა

ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა მომივიდა, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შემთხვევის ადგილზე და იარაღის დატოვება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთო კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იარაღის ტარების უფლება კანონით აქვს, ხოლო იარაღს უსაფრთხოების გამო ატარებს. აღნიშნულ კონტესტში საუბრისას დეპუტატმა აღნიშნა, რომ მიმდინარე აქციაზე უსაფრთხოების ზომები არ იყო სათანადოდ დაცული და არ იყო გამორიცხული, მასზე რაიმე თავდასხმა მომხდარიყო. კახიძის განცხადებითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოები ჯერჯერობით არ დაინტერესებულან.

"იარაღს ვფლობ ლეგალურად და მისი ტარების უფლება მაქვს კანონით, როგორც დეპუტატს. ამ აქციაზე ვაპირებდი იარაღის დატოვებას, მაგრამ მოშორებით მომიწია მანქანის დატოვება, არ იყო იქ შესაბამისი უსაფრთხოების ზომები. უნდა დამეტოვებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე იარაღის დატოვება. ვაღიარებ, რომ ეს შეცდომა მომივიდა, უბრალოდ იმ მიზეზით, რომ ვერ მოვახერხე მანქანის გაჩერება შემთხვევის ადგილზე და იარაღის დატოვება. არსებობდა გარკვეული საფრთხე, რადგან შესაბამისი მიზნით იყვნენ იქ ადამიანები მოსულნი და ჩემზე თავდასხმაც არ იყო გამორიცხული. ამიტომ მივედი იარაღით, თუმცა, ჯობდა დამეტოვებინა. საგამოძიებო ორგანო აღნიშნულით არ დაინტერესებულა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ნახეთ: აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზე ოთო კახიძე იარაღით იმყოფებოდა - დეპუტატის პასუხი გავრცელებულ კადრებზე

ცნობილი ექიმები, სპორტსმენები, მომღერლები და მსახიობები "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთა წარდგენაზე - ფოტოები

4 შვილი და საჯარო მოხელეობის გამოცდილება - ვინ არის ერთადერთი ქალი "ქართული ოცნების" მაჟორიტართა სიაში?

30 მამაკაცი და ერთი ქალი - ვინ იბრძოლებენ  "ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარული მანდატებისთვის?