მახინჯაურში სამაშველო ოპერაცია დასრულდა - მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს

მახინჯაურში სამაშველო ოპერაცია დასრულდა - მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს

მახინჯაურში სამაშველო ოპერაცია დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქემ ზღვაში დაახლოებით კილომეტრნახევარის მანძილზე შეცურა, უკან დაბრუნებას კი ვერ ახერხებდა.

ახალგაზრდა მამაკაცი მაშველებმა შენიშნეს. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადარჩენილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი