ვაკის პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია - მერიის ახალი გადაწყვეტილება

ვაკის პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია - მერიის ახალი გადაწყვეტილება

ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები, - თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დავით ნარმანიას განმარტებით, ვაკის პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა ერთი საკადასტრო კოდის ქვეშ.

"რაც მთავარია - მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი", - აღნიშნა ნარმანიამ.

მისივე განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი