მაშველებმა ქობულეთში დაკარგული 4 წლის ბიჭი მშობლებისგან 3 კმ-ს მოშორებით ზღვაში შესული იპოვეს

მაშველებმა ქობულეთში დაკარგული 4 წლის ბიჭი მშობლებისგან 3 კმ-ს მოშორებით ზღვაში შესული იპოვეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, ქობულეთში, კიდევ ერთი დაკარგული ბავშვი იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან დაფიქსირდა შეტყობინება, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 წლის ბიჭი დაიკარგა.

სააგენტოს ინფორმაციით, მაშველებმა ოპერატიულად დაიწყეს სამუშაოები, ბიჭუნა კი რამდენიმე წუთში, მშობლებისგან 3 კილომეტრის მოშორებით მაშინ იპოვეს, როდესაც ის უკვე წყალში იყო შესული. 4 წლის ბავშვი ამჟამად მშობლებთან იმყოფება, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო საზღვაო სეზონთან დაკავშირებით, უსაფრთხოების რეკომენდაციას იძლევა. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოთ ბავშვებს/მოზარდებს და ნუ დატოვებენ მათ მეთვალყურეობის გარეშე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი