რა ღირს ანაკლიაში დასვენება

რა ღირს ანაკლიაში დასვენება

ანაკლიაში ზღვის სეზონი აქტიურ ფაზაშია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში წვიმდა, ადგილობრივები დამსვენებლების სიმცირეს არ უჩივიან. უკვე აშენებულ-გარემონტებული საოჯახო და კერძო სასტუმროების კვალდაკვალ, ახალი მშენებლობებიც მიმდინარეობს.

ანაკლიაში დასაქირავებელი ბინის ფასები დღე-ღამეში 30 ლარიდან იწყება. სხვა კურორტების მსგავსად, აქაც ფასი ბინის ადგილმდებარეობასა და კეთილმოწყობაზეა დამოკიდებული. დამსვენებელთა ერთი ნაწილის თქმით, თბილისთან შედარებით, ანაკლიაში ყველაფერი ორმაგი ღირს, თუმცა ზღვისპირიდან ოდნავ მოშორებით, შეღავათიანი ფასებია.

ანაკლიაში მყოფი დამსვენებლების თქმით, "ჯემ ფესტის" დღეებში საკმაოდ სიძვირე იყო და 40-თეთრიანი წყალი 2 ლარი ღირდა, კოკა-კოლა - 2-2.50 ლარი, ენერგეტიკული სასმელი - 7 ლარი, ლუდი - 4-5 ლარი, ყავის ფასი კი 3-დან 6 ლარამდე ადიოდა. თუმცა, არასაფესტივალო დღეებში ფასები შედარებით იკლებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი