ზაფხულის ცხელი საღამოები "სონეტ ბარში" - ცოცხალი მუსიკა და კოქტეილი საჩუქრად

ზაფხულის ცხელი საღამოები "სონეტ ბარში" - ცოცხალი მუსიკა და კოქტეილი საჩუქრად

ზაფხულის ცხელი დღეების თბილისში გატარება უსიამოვნო სულაც არ გახლავთ იმ შემთხვევაში, თუ იცი სად შეიძლება დედაქალაქში კარგად განტვირთვა.

ეს განსაკუთრებით ეხება საღამოს საათებს, რადგან სწორედ დღის ამ მონაკვეთში გვაქვს თბილისელებს თავისუფალი დრო.

სწორედ საღამოს საათები გახლავთ პერიოდი, როდესაც მეორე დღისთვის ძალები უნდა აღვიდგინოთ.

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძალების აღდგენისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებებია: სასიამოვნო მუსიკა, მშვიდი გარემო, ცოტა ალკოჰოლი და კარგი საზოგადოება.

ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, "სონეტ" ბარშია ხელმისაწვდომი, რომელიც სასტუმრო "ბილტმორ თბილისის" სულ ახლად გახსნილი ბარია. აქ ყოველ დღე, საღამოს 6-დან 9 საათამდე საინტერესო მუსიკალური პროგრამა და Happy Hour გელით.

"სონეტ" ბარში თქვენს "ბედნიერ საათებს" აკომპანირებას გაუწევს:

სამშაბათი - ფლეიტა

ოთხშაბათი - არფა

ხუთშაბათი - საქსოფონი

პარასკევი - ფორტეპიანო

შაბათი - გიტარა

მენიუ, რომელიც მუსიკაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ, საგულდაგულოდ შეირჩა და კლასიკური კოქტეილების ბაზაზე შეიქმნა. "სონეტ" ბარის მაღალკვალიფიციური გუნდი ყოველთვის სიამოვნებით მოამზადებს კლასიკურ კოქტეილს თქვენი გემოვნების გათვალისწინებით. იქნება ის ჯინით ან არყით დამზადებული მანჰეტენის ტკბილი ვარიანტი, მსუბუქი ცაზარაკი, უგემრიელესი დაიკირი თუ ხავერდოვანი მარტინი.

თუ უფრო მძაფრი გემოს განცდა გსურთ, უბრალოდ მოდუნდით ბარის მრავალფეროვანი კოლექციიდან შერჩეული ვისკის ან კონიაკის ჭიქით ხელში.

"სონეტ" ბარის მენიუ ასევე მდიდარია უალკოჰოლო კოქტეილების არჩევანით. Happy Hour-ის ფარგლებში, ბარი "სონეტი"საღამოს 6 საათიდან 8 საათამდე, ერთი შეკვეთილი კოქტეილის სანაცვლოდ მეორეს სრულიად უფასოდ გთავაზობთ.

განტვირთვისთვის აუცილებელ ისეთ დეტალებზე, როგორიცაა კარგი გარემო და საზოგადოება, საუბარი ალბათ ზედმეტიც იქნება, რადგან ყველამ იცის თუ როგორ მაღალ დონეზე აკმაყოფილებს "სონეტი" ამ კრიტერიუმებს.

ცნობისთვის,მაღალი კლასი ბარ-რესტორანმა "სონეტ"უკვე აჩვენა და საკუთარი ნიშაც მარტივად დაიმკვიდრა, საკვირაო ბრანჩის ორგანიზებით.

საკვირაო ბრანჩი ხომ უკვე რამდენიმე თვეა იმართება "სონეტ" რესტორანში და მასპინძლობს მათ, ვისაც კვირა დღეს ოჯახთან ერთად კერძებისა და სასმელების უდიდესი არჩევანით სურს სიამოვნება. საკვირაო ბრანჩი მშვენიერი ადგილია ბავშვებისთვის - უამრავი გასართობი, ილუზიონისტი და კომპიუტერული თამაშები 12:30-დან 16:00 საათამდე ნამდვილად არ მოაწყენენ პატარებს. მშობლებისთვის ეს იდეალური ვარიანტია იმის გათვალისწინებითაც, რომ 12 წლამდე ბავშვები ბრანჩზე უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 12 წელს გადაცილებულები 50% ფასდაკლებით სარგებლობენ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი