ექიმი - შენობის დემონტაჟისას დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა

ექიმი - შენობის დემონტაჟისას დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა

ექიმის ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, შენობის დემონტაჟისას დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ალადაშვილის კლინიკის ექიმმა გიორგი აფციაურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, 31 წლის პაციენტს პოლიტრამვა აქვს.

"პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმე იმ მხრივ, რომ არის პოლიტრამვა: თავის ტრამვა, გულმკერდის დახურული ტრამვა, მუცლის დახურული ტრამვა. ჩატარდა კლინიკოლაბორატორიული კვლევები, ამ ეტაპზე ქირურგიული პათოლოგია არ ვლინდება. უტარდება გამოკვლევები და იმის მიხედვით დაისმება დიაგნოზი", - განაცხადა ექიმმა გიორგი აფციაურმა.

დიდუბეში სახლის დემონტაჟის შედეგად 32 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ნგრევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები მუშებიდან ერთი ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, ორი კი ე.წ.მიხაილოვის საავადმყოფოში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი