"ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ უნ­დო­და ..." გე­ლა ჩარ­კ­ვი­ა­ნის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე

"ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ უნ­დო­და ..." გე­ლა ჩარ­კ­ვი­ა­ნის გულახდილი ინტერვიუ ოჯახსა და მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე

გე­ლა ჩარ­კ­ვი­ანს მოგ­ზა­უ­რო­ბის თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ და­ვუ­კავ­შირ­დი და სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის გარ­და, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ სი­ახ­ლე­ებ­ზე, თა­ვის წიგ­ნებ­ზე, ირაკ­ლი­სა და მის შვი­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

მოგ­ზა­უ­რო­ბა და მი­სი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბი

- მოგ­ზა­უ­რო­ბა ახ­ლა უკ­ვე ბევ­რის­თ­ვის გახ­და ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი, ინ­ტერ­ნეტ­მა კი ისე­თი სი­ტუ­ა­ცია შექ­მ­ნა, შე­გიძ­ლია სახ­ლ­ში იჯ­დე და ყვე­ლა­ფე­რი ნა­ხო. ჩემს დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და კულ­ტუ­რის სა­ჭი­რო ელე­მენ­ტე­ბის გად­მო­ღე­ბის თვალ­საზ­რი­სით. მარ­კო პო­ლო ჩი­ნე­თი­დან 25 წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და და ევ­რო­პას ჩი­ნუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია გა­აც­ნო. რომ არა მი­სი წიგ­ნი, ვე­რა­ფერს გა­ი­გებ­დ­ნენ, რად­გან სხვა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობ­და.

მოგ­ზა­უ­რი არ ვი­ყა­ვი, თუმ­ცა, ბევ­რ­გან ვარ ნამ­ყო­ფი, უმე­ტე­სად, მივ­ლი­ნე­ბა­ში მგზავ­ნიდ­ნენ. აშშ-ში 40-ჯერ ვარ ნამ­ყო­ფი, ევ­რო­პის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თ­გ­ზის, ასე­ვე ავ­ს­ტ­რა­ლი­ა­ში, ტა­ი­ლან­დ­ში, ზო­გან კი - არც ერ­თხელ.

მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ჩემ­თ­ვის რამ­დე­ნი­მე რა­მაა სა­ინ­ტე­რე­სო - ბუ­ნე­ბა, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, რად­გან პრო­ფე­სი­ით არ­ქი­ტექ­ტო­რი ვარ, ქუ­ჩის ატ­მოს­ფე­რო, სამ­ზა­რე­უ­ლო და სას­მე­ლი. ამ თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა ქვე­ყა­ნა სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად სა­ინ­ტე­რე­სოა. ბუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით კი ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი სვა­ნე­თია. პირ­ვე­ლად უშ­გულ­ში 1990 წელს ავე­დი, ჩარ­კ­ვი­ა­ნე­ბის გვა­რი წარ­მო­შო­ბით იქი­და­ნაა. ამას წი­ნათ გა­მო­აცხა­დეს, ჩარ­კ­ვი­ა­ნე­ბის კოშ­კი ჩა­მონ­გ­რე­უ­ლაო და ძა­ლი­ან არ მე­სი­ა­მოვ­ნა.

გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი გა­და­ცე­მა კულ­ტუ­რებ­ზე

- მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე სა­უბ­რი­სას აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც 18 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 1976 წლი­დან 1994 წლამ­დე მიმ­ყავ­და პირ­ველ არ­ხ­ზე - "გლო­ბუ­სი". ჩე­მამ­დე, მი­სი წამ­ყ­ვა­ნი გე­ოგ­რა­ფი გახ­ლ­დათ და გა­და­ცე­მაც გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი იყო, მე კი გა­დავ­წყ­ვი­ტე, აქ­ცენ­ტი ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რა­ზე, მათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­ზე, ურ­თი­ერ­თ­გავ­ლე­ნა­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ბევრ ადა­მი­ანს, ვინც ჩემს გა­და­ცე­მებს უყუ­რებ­და, ეგო­ნა, რომ ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ყა­ვი ნამ­ყო­ფი - მთე­ლი მსოფ­ლიო გაქვთ მოვ­ლი­ლიო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ (ი­ცი­ნის). მე კი ამ ყვე­ლა­ფერს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვამ­ზა­დებ­დი, აბა, იმ­დე­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა სად ჰქონ­და ტე­ლე­ვი­ზი­ას ან ვინ გა­გიშ­ვებ­და?

"ი­რაკ­ლის სულ სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დო­და"

- სა­მოგ­ზა­უ­როდ ერ­თად არ ვყო­ფილ­ვართ საზღ­ვარ­გა­რეთ. ერ­თხელ დამ­ხ­ვ­და გერ­მა­ნი­ა­ში. მოს­კოვ­ში უკ­ვე არე­უ­ლი ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან და და­მი­რე­კა, წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად მაქვს, გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვალ და ცო­ტა ხანს "ვიბ­რა­დი­ა­გე­ბო". პრინ­ციპ­ში, "ბრა­დი­ა­გო­ბა" შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ანს რა­ღა­ცას აძ­ლევს, ჯეკ ლონ­დო­ნი, მაქ­სიმ გორ­კი "ბრა­დი­ა­გობ­დ­ნენ", ამი­ტო­მაც, არა­ფე­რი ვუთხა­რი. მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად იყო. რა­ღა­ცით ხომ უნ­და გა­ე­ტა­ნათ თა­ვი და ალ­ბათ ეს "ბრა­დი­ა­გო­ბა" იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და, რომ რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში მი­ვი­დოდ­ნენ, და­უკ­რავ­დ­ნენ, იმ­ღე­რებ­დ­ნენ და ამა­ში გა­სამ­რ­ჯე­ლოს აიღებ­დ­ნენ. მე რომ ჩა­ვე­დი, და­მი­რე­კა და ინ­გ­ლი­სუ­რად მე­ლა­პა­რა­კა, მე­ო­რე დი­ლით მო­მად­გ­ნენ - ირაკ­ლი, ეს ქარ­თ­ვე­ლი გო­გო­ნა, ერ­თი ინ­დო­ე­ლი ბი­ჭი და ერ­თიც - სო­მე­ხი. ვი­სა­უბ­რეთ. ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ცხოვ­რე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ უნ­დო­და, ისევ იმ ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა სურ­და. რეს­ტო­რან­ში შე­ვიყ­ვა­ნე, ყა­ვა და­ვა­ლე­ვი­ნე და მე­რე, ჩე­მი­ვე მან­ქა­ნით, რო­მე­ლიც მემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ავ­ტოს­ტ­რა­და­ზე გა­ვიყ­ვა­ნე, დიდ თეთრ ქა­ღალ­დ­ზე ბერ­ლი­ნი ეწე­რათ, სა­დაც ავ­ტოს­ტო­პით უნ­და წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ. ირაკ­ლი მხო­ლოდ მანდ მყავს ნა­ნა­ხი საზღ­ვარ­გა­რეთ. ლონ­დონ­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო, თუმ­ცა, სა­ერ­თო ჯამ­ში, მას ბევ­რი არც უმოგ­ზა­უ­რია, აშშ-ში, მგო­ნი არც იყო ნამ­ყო­ფი. ირაკ­ლი დიდ­ხანს ვერ­სად ჩერ­დე­ბო­და, რა­ღაც პე­რი­ო­დის მე­რე, სულ სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბა უნ­დო­და. ორი თვე რომ გა­ვი­დო­და, რეკ­ვას იწყებ­და, ვხვდე­ბო­დი, რომ მა­ლე გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი