ანტალიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ანტალიაში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ანტალიის რეგიონში, ქემერში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ხანძრის შედეგად კვამლის ინტოქსიკაციით საავადმყოფოში სულ 14 ადამიანია გადაყვანილი და მათ შორის ქართველები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ ანტალიაში ერთ-ერთ ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის გამო, 400 ადამიანის ევაკუირება მოხდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Habertürk იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს სამზარეულოში ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაჩნდა. მეხანძრეებმა ზოგიერთი დამსვენებლის ევაკუირება აივნებიდან განახორციელეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი