ისლანდიაში გაუჩინარებული ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები ოფიციალურმა სტრუქტურებმა დღეს განაახლეს

 ისლანდიაში გაუჩინარებული ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები ოფიციალურმა სტრუქტურებმა დღეს განაახლეს

ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო ღონისძიებები ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დღეს განაახლეს, - ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა, გიგი გიგიაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"სამძებრო სამუშაოები დღეს ისევ განახლდა, თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად შეგატყობინებთ", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ისლანდიის ოფიციალურმა სტრუქტურებმა ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები 24 ივლისს, ხუთდღიანი ძებნის შემდეგ შეწყვიტეს. როგორც გიგი გიგიაძე "ინტერპრესნიუსთან" განმარტავდა, ამის მიზეზი სავარაუდოდ ის გონივრული ვადა იყო, რა პერიოდშიც შესაძლებლია, ამ პირობებში დაკარგული ადამიანის ცოცხლად პოვნა.

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ისლანდიაში ხვალ გაემგზავრებიან ნიკა ბეგაძის მამა და დის ქმარი. მათ გამგზავრებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება.

ნიკა ბეგაძე 19 ივლისს, ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე გაუჩინარდა. რუსთაველი ახალგაზრდა მეორე წელია ისლანდიაში, ქალაქ რეიკიანესბერგში ცხოვრობდა. ნიკა ბეგაძე კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი - პროგრამისტი იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი