თბილისიდან ქორწილში მიმავალი ავტობუსი სარატოვთან ავარიის დროს გადაბრუნდა

თბილისიდან ქორწილში მიმავალი ავტობუსი სარატოვთან ავარიის დროს გადაბრუნდა

სარატოვთან ახლოს, გამთენიისას, ადგილობრივი დროით 05:05 საათზე თბილისიდან სვერდლოვსკისკენ ქორწილში მიმავალ ავტობუსს ავარია შეემთხვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტობუსს "ლადა კალინა" შეეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსი ამოტრიალდა.

ავარიის შედეგად "ლადას" 24 წლის მძღოლი გარდაიცვალა, ავტობუსში მსხდომი ათი ადამიანი კი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ექიმებმა 36 მგზავრი შეამოწმეს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება არ დასჭირდათ. დაშავებულთა შორის ბავშვები არ არიან. ავარიის შედეგად, ავტობუსის მძღოლი ჰოსპიტალიზებულია.

"ავარიის ადგილას მივიდნენ ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ორი ავტობუსით მგზავრები ნოვობურასკის რაიონში გაამგზავრეს. საღამოსთვის კიდევ ერთი ავტობუსი მოვა, რომელიც ყველას ეკატერინბურგში გადაიყვანს", - განაცხადა სარატოვის ოლქის ხელმძღვანელის მოადგილე ალექსანდრ ბურენინმა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია