პროფკავშირები: 32,5 გრადუსზე გარე სამუშაო უნდა აიკრძალოს

პროფკავშირები: 32,5 გრადუსზე გარე სამუშაო უნდა აიკრძალოს

ზაფხულში ტემპერატურის მომატებასთან ერთად გარკვეული სახის სამუშაო უნდა იზღუდებოდეს, რასაც მთავრობის ბრძანებაც ადასტურებს.

როგორც პროფკავშირის წარმომადგენლები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, არსებობს საკმაოდ დიდი მოცულობის შკალა, სადაც განმარტებულია, რა ტემპერატურაზე რა ტიპის სამუშაო რა სახით უნდა შეიზღუდოს, თუმცა უმოქმედოა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, პროფკავშირების განცხადებით, გარე სამუშაოები 32,5 გრადუსზე უკვე დაუშვებელია.

ბოლო პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა 32,5 გრადუსზე ბევრად მაღალია, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებიც ცხადყოფს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2017 წლის 27 ივლისს დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 39, 41 გრადუსის ფარგლებში მერყეობდა. კერძოდ, სენკში 39, სამტრედიასა და ზესტაფონში 41 გრადუსი აღინიშნა. მათივე სტატისტიკური მონაცემებით, განსაკუთრებით ცხელი ზაფხული 2000, 2006 და 2010 წლებში იყო.

"მათ შორის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა 2000 წელი. 2000 წლის 30 ივლისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის შემდეგი აბსოლუტური მაქსიმუმი იყო: მარტვილი, ფოთი, სამტრედია 45, ქუთაისი 43, ზესტაფონი, ზუგდიდი, საქარა, საჩხერე, ამბროლაური 42, ცაგერი, ხულო, ახალციხე, ქობულეთი 41 გრადუსი", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რაც შეეხება მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზს, როგორც სინოპტიკოსები "მთელ კვირასთან" აცხადებენ, 2 აგვისტომდე ტემპერატურა 32 გრადუსამდე იქნება, 2 აგვისტოდან კი კვლავ ელოდებიან ტემპერატურის მომატებას და აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია 36, 38 გრადუსი და მეტიც.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი