მზე, გართობა და ბევრი საჩუქრები HOTSALE.GE- სგან

მზე, გართობა და ბევრი საჩუქრები HOTSALE.GE- სგან

28 ივლისს ოლიმპიურ აუზზე დამსვენებლებისთვის დიდი შეჯიბრი მოეწყო, რომლის ორგანიზატორიც ჰოთსეილი და ოლიმპიური აუზი იყო. "მხიარულ თამაშები" ხუთი ეტაპისგან შედგებოდა და მასში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

თამაშები იყო როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური ხასიათის. სულ "მხიარულ თამაშებში" ათმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 3 გამარჯვებულ გუნდს წამახალისებელი ჯილდოები გადაეცათ ღონისძიების ორგანიზატორებისგან.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს ოლიმპიური აუზისგან ერთთვიანი აბონიმენტი გადაეცათ.

მეორე ადგილზე გასულებს Beauty Line-ისგან შვედური მასაჟის პროცედურა, ჰიდრომასაჟი და სკრაბინგი+ 30 წუთიანი სოლარიუმის აბონიმენტი გადაეცათ.

მესამე ადგილზე გასულმა გუნდმა ოლიმპიური აუზისგან ერთჯერადი ვიზიტი, ხოლო სალონ "ვიზუალისგან" ორი 50 ლარიანი სოლარიუმის აბონიმენტი მიიღო საჩუქრად.

HOTSALE.GE მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი