"18 წე­ლია, რაც პრო­თე­ზი ჩე­მი მე­გო­ბა­რი­ა" - 20 წლის ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბე­ბი

"18 წე­ლია, რაც პრო­თე­ზი ჩე­მი მე­გო­ბა­რი­ა" - 20 წლის ქარ­თ­ვე­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი გო­გო­ნას წარ­მა­ტე­ბე­ბი

პა­რა­მო­ფა­რი­კა­ვე ნი­ნა თი­ბი­ლაშ­ვი­ლი ვარ­შა­ვა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ღირ­სე­ბას ორ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში იცავ­და. 23 წლამ­დე­ლებ­ში ხმლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში ოქ­როს, ხო­ლო რა­პი­რით ფა­რი­კა­ო­ბა­ში - ვერ­ცხ­ლის მე­და­ლი აიღო.

- ფა­რი­კა­ო­ბით 2 წლის წინ და­ვინ­ტე­რეს­დი. ჩე­მი მწვრთნე­ლის, მალ­ხაზ მეს­ხის შვი­ლე­ბი ჩე­მი მე­გობ­რე­ბი არი­ან. მათ მითხ­რეს, ბე­დი ფა­რი­კა­ო­ბა­ში მე­ცა­და და ვარ­ჯი­ში და­მეწყო. მე­გობ­რე­ბის რჩე­ვა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე. ვერ ვიტყ­ვი, რომ სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონ­და და მო­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი, თან, ვარ­ჯი­შის დაწყე­ბის პე­რი­ო­დი აბი­ტუ­რი­ენ­ტო­ბას და­ემ­თხ­ვა, გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ვემ­ზა­დე­ბო­დი, სულ ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი. ხში­რად, დრო­ის უქონ­ლო­ბის გა­მო ვერ ვვარ­ჯი­შობ­დი. გა­მოც­დე­ბი რომ ჩა­ვა­ბა­რე, ისე და­ემ­თხ­ვა, რომ ბა­თუმ­ში შეკ­რე­ბა გვქონ­და. იქ ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, ფა­რი­კა­ო­ბი­სად­მი სხვაგ­ვა­რი ინ­ტე­რე­სი გა­მიჩ­ნ­და, თან­და­თან მო­მე­წო­ნა, შე­მიყ­ვარ­და... სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ყვე­ლა­ფე­რი წა­ვა­გე, რაც წა­სა­გე­ბი იყო (ი­ცი­ნის). მა­შინ სა­კუ­თარ თავს ვუთხა­რი, - ასე არ შე­იძ­ლე­ბა, აუცი­ლებ­ლად ბევ­რი უნ­და ვი­ვარ­ჯი­შო და ვიშ­რო­მო, რომ წარ­მა­ტე­ბე­ბი მქონ­დეს-მეთ­ქი. მას შემ­დეგ მუხ­ტი არ და­მიგ­დია, გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბი მიზ­ნად და­ვი­სა­ხე და პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბაც მო­ვი­და: მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბრინ­ჯა­ოს 2 მე­და­ლი ავი­ღე. ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა მა­ხა­რებს და სულ სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რი ემო­ცი­ით ვივ­სე­ბი.

და­დი­ხარ დარ­ბაზ­ში, ვარ­ჯი­შობ და გგო­ნია, შენს საქ­მე­ში ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ხარ, მე­რე გა­დი­ხარ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, სა­დაც არა­ერ­თი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ცდი­ლობს გა­მარ­ჯ­ვე­ბის მიღ­წე­ვას და უეც­რად ხვდე­ბი, რო­გორ ძლი­ერ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­დი. ეს ძა­ლი­ან მომ­წონს, მაძ­ლი­ე­რებს.

- ვარ­შა­ვა­ში გა­მარ­თულ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ორ ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში გა­დი­ო­დი, ეს შენ­თ­ვის ორ­მა­გი დატ­ვირ­თ­ვა იქ­ნე­ბო­და. ცხა­დია, სირ­თუ­ლე­ებს არ უფ­რ­თხი.

- მე გავ­დი­ვარ, რო­გორც დი­დე­ბის, ასე­ვე 23 წლამ­დელ­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში - პა­რა­ფა­რი­კა­ო­ბა­ში ეს დაშ­ვე­ბუ­ლია. დი­დებ­ში ტარ­დე­ბო­და მსოფ­ლიო თა­სი, ხო­ლო 23 წლამ­დე­ლებ­ში - მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი. დი­დებ­ში ცო­ტა და­მაკ­ლ­და თა­სის მო­სა­პო­ვებ­ლად, ხო­ლო 23 წლამ­დე­ლებ­ში ხმლით ფა­რი­კა­ო­ბა­ში ოქ­როს მე­და­ლი ავი­ღე, ხო­ლო რა­პი­რით ფა­რი­კა­ო­ბა­ში - ვერ­ცხ­ლის.

- შენ ხარ პა­რას­პორ­ტ­ს­მე­ნი, ეტ­ლით მო­ფა­რი­კა­ვე, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ეტ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა არ გჭირ­დე­ბა?

- დი­ახ. მე ტრავ­მა არ მი­მი­ღია, და­ბა­დე­ბი­დან ბარ­ძა­ყის ანო­მა­ლია მაქვს. დღეს პრო­თე­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით ვმოძ­რა­ობ. ბარ­ძა­ყი არ მაქვს, მუხ­ლი და მუხლს ქვე­მოთ ნა­წი­ლი კი მაქვს, ოღონდ, ჩვე­უ­ლებ­რივ ფეხ­თან შე­და­რე­ბით, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი. ეს ნა­წი­ლი ატა­ნი­ლია მაღ­ლა, მაგ­რამ პრო­თე­ზი მთლი­ან ფეხ­ზე მაქვს.

- რის შე­დე­გა­დაც ეტ­ლით სარ­გებ­ლო­ბა აღარ გჭირ­დე­ბა.

- დი­ახ. 2 წლის ვი­ყა­ვი, პრო­თე­ზი რომ გა­მი­კე­თეს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ უკ­ვე 18 წე­ლია, ის ჩე­მი მე­გო­ბა­რია (ი­ღი­მის). ყა­ვარ­ჯ­ნე­ბიც არას­დ­როს გა­მო­მი­ყე­ნე­ბია. დღეს ტკი­ვი­ლი სა­ერ­თოდ არ მა­წუ­ხებს, არც გა­და­ად­გი­ლე­ბა მიქ­მ­ნის დის­კომ­ფორტს, უბ­რა­ლოდ, სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რა ვერ გა­მო­ვას­წო­რე. რად­გან მარ­ცხე­ნა ფეხ­ზე, ბარ­ძა­ყის ად­გი­ლას მუხ­ლი მაქვს, მუხ­ლის მოძ­რა­ო­ბის სის­ტე­მა სხვაგ­ვა­რია, ეს წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში მიშ­ლის ხელს და გა­მარ­თუ­ლად ამი­ტომ ვერ დავ­დი­ვარ... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი