როგორ ემზადება ქორწილისთვის ბალერინა, რომელსაც საქმრომ ხელი coldplay-ს კონცერტზე სთხოვა - "არ მინდა ღრეობაში გადასული სუფრა..."

როგორ ემზადება ქორწილისთვის ბალერინა, რომელსაც საქმრომ ხელი coldplay-ს კონცერტზე სთხოვა - "არ მინდა ღრეობაში გადასული სუფრა..."

"ამბავი 3 ივლისს მოხდა, ეს იყო პირველი დღე ჩემს ცხოვრებაში, როცა ბედნიერებისგან ვიტირე", - ამბობს ბალერინა თათა ჯაში და იმ დღეს იხსენებს, როცა საქმრომ ხელი Coldplay-ს კონცერტზე სთხოვა. როგორ დაიწყო მათი სიყვარულის ამბავი, რამდენად ხშირადაა სიურპრიზები და მოულოდნელობები მათ ურთიერთობაში, როგორი იქნება ქორწილი? - ამ ყველაფერს თათას მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1991 წლის 20 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა. ერთი პერიოდი არქეოლოგობაზეც ვფიქრობდი. მართალია, არქეოლოგი არავინ მყავდა, მაგრამ ეს საქმე ძალიან მაინტერესებდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...გულწრფელად რომ გიპასუხო, თავის ქება გამომივა. უმეტესად, დადებითი შეფასებები მესმის. ოჯახის წევრები, კოლეგები ამბობენ, რომ დადებითი და პოზიტიური ადამიანი ვარ.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ადამიანურობა. შემიძლია, ყველა საკითხს პრაგმატულად მივუდგე. განსხვავებული აზრი არ მაღიზიანებს, ვცდილობ ყველას გავუგო.

- თვისება, რომელიც ჩემში არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ჯიუტი ვარ.

- არ მჩვევია...

- ...ტყუილი.

- როდესაც მატყუებენ...

- ...მწყინს, მაგრამ არ მივუთითებ. განვიცდი და არ მინდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო 8 წლის ასაკში, როცა ბალეტის სფეროში პირველი დიპლომი გადმომეცა, როგორც საუკეთესო დებიუტანტს. ჩემმა პედაგოგმა დადგა - "პა დე დე" და იმ ასაკში ბიჭთან ერთად "პა დე დეს" პუანტებით შესრულება იყო აღსანიშნავი მოვლენა, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მანამდე იყო პირველი აპლოდისმენტები, რომელიც არასდროს დამავიწყდება. კულისებიდან რამდენჯერმე გამიყვანეს. მაშინ მივხვდი, ეს ის სფერო იყო, სადაც მომავალში უნდა ვყოფილიყავი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი და ადამიანი, რომელიც მალე ჩემი მეორე ნახევარი გახდება.

- სიყვარული ეს...

- ...სანამ რეალურად არ განვიცადე, მასზე ცოტათი სხვაგვარი წარმოდგენა მქონდა. ეს ადამიანების ურთიერთობის, მიჩვევის ერთ-ერთი უფრო ძლიერი ფორმა მეგონა, მაგრამ ყოფილა ენით აღუწერელი, სიტყვებით გადმოუცემელი განცდა და ალბათ, ერთ-ერთი მთავარი რამ, რისთვისაც დაბადება ღირს. კარიერა, წარმატებები, მიღწევები - ამ განცდასთან შედარებით, არაფერია... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

როგორ ეხმაურება მსოფლიო მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს

პოლიციას ალეკო ელისაშვილის დაკავების მცდელობა ჰქონდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა ამის საშუალება არ მისცეს

პარლამენტთან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ზურა ჯაფარიძე დააკავეს