პატრიარქი ილია მეორე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს დღეს სიონის ტაძარში შეხვდება

პატრიარქი ილია მეორე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს დღეს სიონის ტაძარში შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში დღეს შეხვდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სიონის ტაძრის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ეს გაცნობითი, მეგობრული შეხვედრა იქნება.

„თავად სტუმარმა, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ სიონში მობრძანდეს. დაათვალიეროს ფრესკები და ხატები. ეს კერძო, არაოფიციალური ვიზიტია“, - აღნიშნა მამა გიორგიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად საქართველოს დღეს, საღამოს ეწვევა. იგი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით ჩამოდის.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი