რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა

რუსთავში მამაკაცმა ძაღლი ცემით მოკლა

რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. მეგობრობის გამზირზე, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, მამაკაცმა წუხელ გვიან ღამით, ძაღლი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლი სასტიკად ცემა, რის შედეგადაც, ცხოველი მოკვდა.

ფაქტის თვითმხილველებმა 112-ში დარეკეს და მომხდარზე რეაგირება მოითხოვეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია ერთი პირი, რომელიც სამართალდამცავებმა წუხელვე გამოკითხეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია