როგორია ბუნებრივი აირის ხარისხი საქართველოში?

როგორია ბუნებრივი აირის ხარისხი საქართველოში?

ჩვენ მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის ხარისხი მრავალჯერ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. განსაკუთრებით მწვავდება ეს ეჭვი ზამთარში, როდესაც მოსახლეობა გამათბობლებს და გაზქურებს ინტენსიურად იყენებს. ყველამ ვიცით, რომ საქართველოსთვის გაზის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია - ეს ქვეყანა ბუნებრივი აირის 94%-ს გვაწვდის. მომხმარებლები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ეს ძალიან დაბალი ხარისხის გაზია.

როგორც ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა ამბობს, იურიდიულად ვერ დავადასტურებთ, რომ ჩვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირი უხარისხოა თუმცა გარკვეული მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით არსევბობს.

ანზორ ჭითანავა: "ყველა სპეციალისტმა იცის, რომ რუსული გაზი სულ სხვა ხარისხისაა, ირანული - სხვა, ხოლო აზერბაიჯანული - სულ სხვა. ყველაზე ყუათიანი ირანის გაზია, რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი გაზიც უფრო დაბალი ხარისხისაა და ნავთობიც. ჩვენ ამ ქვეყანასთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და აზერბაიჯანელები ბუნებრივ აირს შეღავათიან ფასში გვაწვდიან. მართალია, აზერბაიჯანის გაზი ხარისხით ირანის და რუსეთის გაზს ჩამორჩება, მაგრამ ფასი შედარებით დაბალია, რაც ბევრს ნიშნავს. ერთხანს კალორიულობაზეც იყო ეჭვი, მაგრამ არსებობს მასალები, რომლითაც დასტურდება, რომ გაზის კალორიულობა ჩვენთან წესრიგშია. ეჭვს დასაბუთება სჭირდება და იმის თქმა, რომ ვიღაც ამ გზით ფულის გაკეთებას ცდილობს, რთულია. მით უმეტეს, მე ვესწრები მარეგულირებელი კომისიის სხდომებს და ვიცი, რომ "სემეკი" საკმაოდ ობიექტურად და საფუძვლიანად შეისწავლის მსგავს საკითხებს".

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი