ცურვა, ტანვარჯიში, ხატვა, ჭადრაკი - ეს მცირედი ჩამონათვალია იმ წრეებისა, რაზეც მშობლებს ბავშვები ადრეული ასაკიდანვე დაჰყავთ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტ წრეზე ივლის ბავშვი, მით უფრო განვითარებული იქნება. თუმცა, ფსიქოლოგები და პედიატრები მშობლებს ურჩევენ, ზღვარი სწორედ აქ დაიცვან.
პედიატრი გია კანაშვილი ფიქრობს, რომ ბავშვი ფიზიკურად 4-5 წლის ასაკიდან უნდა დავტვირთოთ.
"ბავშვები კომპიუტერთან მიჯაჭვულები არიან და ეს ძალიან მოქმედებს მხედველობაზე, მათ აღნაგობაზეც, ამგვარად შეიძლება სქოლიოზი განუვითარდეთ. ამ დროს ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ აუზი, ცურვა და სამკურნალო ფიზკულტურაც. მცირე ასაკში ფეხბურთს და კალათბურთს ვერ გირჩევთ, თუმცა სირბილი, ჰაერზე სეირნობა, ცურვა და თუნდაც ფიგურული სრიალი, ბავშვის ფიზიკური განვითარებისთვის ძალიან კარგია," - განმარტავს გია კანაშვილი და დასძენს, რომ თუ მშობლებს ბავშვი სპორტზე ვერ დაყავთ, სუფთა ჰაერზე მაინც უნდა ასეირნონ ხოლმე.
რაც შეეხება საბავშვო ბაღს, სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვის ბაღში მიყვანა მისი სოციალიზაციისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წაიკითხეთ გაგრძელება