"შემთხვევაზე გასვლისას საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა ყველაფერი მთავრდება მერე გახსენდება შენი ოჯახი" - პოლიციელი ქალის რისკით სავსე ცხოვრება

"შემთხვევაზე გასვლისას საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა ყველაფერი მთავრდება მერე გახსენდება შენი ოჯახი" -  პოლიციელი ქალის რისკით სავსე ცხოვრება

საქართველოს ულამაზეს კუთხეს - თუშეთს, ზაფხულში უამრავი ტურისტი სტუმრობს და იქაური ბუნების სილამაზით ტკბება. თუშეთი გამორჩეულია ალპური მდელოებითა და საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით, დიდებული მწვერვალებით, კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლებით. იქ განლაგებულია ძველი სოფლები და ნასოფლარები, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიანი შუა საუკუნეების ციხე-კოშკები. მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. სეზონი მაისში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება, შემდეგ კი დიდთოვლობის გამო იქაურობა იკეტება და მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი იქ მოხვედრა, ამიტომ განსაკუთრებით ზაფხულშია იქ ხალხმრავლობა.

ამ ლამაზ კუთხეში დაიბადა და გაიზარდა შორენა აქიმიძე. ამბობს, რომ თუშეთიდან წასვლაზე არასოდეს უფიქრია. ახალგაზრდა ქალი წლებია, პოლიციის რიგებშია და თავის საქმეს მშვენივრად ართმევს თავს.

- ახმეტის პოლიციის სამმართველოში ვმუშაობ. თუშეთი ახმეტის რაიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაა და ტურისტული სეზონის დაწყებიდან დამთავრებამდე ახმეტის რაიონის პოლიციის სამმართველოს ჯგუფი იქ იმყოფება. წელს გზის პრობლემა იყო და ერთი თვის დაგვიანებით გაიხსნა თუშეთის გზა. ახლა ბევრი ტურისტი გვყავს, რომლებიც ტკბებიან ბუნების სილამაზით, ემოციებს ვერ მალავენ და საოცარი შთაბეჭდილებებით მიდიან აქედან.

- ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს სოფლები დატოვებული აქვს, იქაურები სოფლებში ზაფხულობით ადიან?

- ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად აგვისტოში ამოდის, როცა თუშური ტრადიციული დღესასწაულები იმართება. ამ დღეობებს ყველა ესწრება. ისე, აქ სასტუმროები უკვე მრავლად არის და მთელი დატვირთვით მუშაობს. ტურისტების უმრავლესობა გიდის გარეშე დადის, იკარგებიან და უკან ვეღარ გამოდიან. არის მერე რეკვები 112-ში, გვიშველეთო, ჩვენც ვეხმარებით. კიდევ კარგი, რომ არსებობს ტელეფონები, რომლის საშუალებით შეგვიძლია დავადგინოთ, რა ადგილას არის დაკარგული ადამიანი და გამოვიყვანოთ.

- მთაში მობილური ყველგან იჭერს? დაკარგულები უპრობლემოდ ახერხებენ დაკავშირებას?

- თუშეთში არის ხეობები, სადაც არ არის სატელეფონო წვდომა, დაცულ ტერიტორიებს ისე აქვს მონიშნული ბილიკები, რომ სატელეფონო წვდომა იყოს, ეს ბილიკები იძლევა მიმართულებას, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გზა ებნევათ. უცხოელები ძირითადად რუკებით დადიან, თან ხშირად მარტო მოგზაურობენ, გზის გაკვალვა უჭირთ და უცებ სხვაგან აღმოჩნდებიან ხოლმე.

- იქნებ, საინტერესო ამბები გაიხსენოთ...

- 112-დან ღამის 10 საათზე შემოვიდა შეტყობინება, რომ მამაკაცი ტყეში იყო დაკარგული და შველას ითხოვდა. გზა ისე იყო დაშლილი და ავარიული, მანქანით გადაადგილება სარისკო იყო, საშინლად წვიმდა. ეს ადამიანი ომალოდან მე-13 კილომეტრზე იყო ჩარჩენილი და ვერ გამოდიოდა. ეტყობა შეეშინდა, მგელმა არ შემჭამოსო, ხეზე ავიდა და იქიდან ითხოვდა შველას. სიბნელეში მოგვიხდა მისი ძებნა. კოკისპირული წვიმისგან დამეწყრილი იყო გზები და დაზიანებულ გზაზე ძლივს გადავაადგილდებოდით მანქანით. ბევრი ვიწვალეთ და ბოლოს ვიპოვეთ. თურმე სამანქანო გზის პირას ხეზე იჯდა და მანქანის შუქი რომ დაინახა, ჩამოვიდა. ნაქეიფარი, მთვრალი იყო. თურმე სასეირნოდ წავიდა მარტო, შემოაღამდა, უკან ვეღარ დაბრუნდა, შეეშინდა მგელის და აძვრა ხეზე. გვიხაროდა, რომ ვიპოვეთ, თვითონაც ძალზე გახარებული და ბედნიერი იყო. შემთხვევაზე გასვლისას, საკუთარ თავზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა ყველაფერი მთავრდება და მოდიხარ, მერე გახსენდება შენი ოჯახი და რისკის წინაშე რომ იდექი.

- პოლიციელობა რატომ გადაწყვიტეთ?

- სამედიცინო კოლეჯი მაქვს დამთავრებული და ამბულატორიაში ვმუშაობდი. მამა გარდამეცვალა, მე და დედა თუშეთში ვცხოვრობდით. 57 ლარი იყო ჩემი ხელფასი ამბულატორიაში, ამიტომ გვიჭირდა.  ჩავაბარე პოლიციის აკადემიაში, გადავლახე ბარიერი და გავიარე კურსები. პატრული მაშინ ძალზე პოპულარული იყო და ასეა დღესაც. 2005 წელს გავხდი პოლიციელი.

- პირველი საქმე და პირველი შეხება დამნაშავესთან როგორ გახსოვთ?

- არასოდეს ვყოფილვარ მარტო კრიმინალთან, ძალიან შეკრული კოლექტივი გვყავს და შეMთხვევაზე ყოველთვის მეწყვილესთან და ჯგუფთან ერთად გავდივარ. ქალ პოლიციელებს უფრო კარგად გვხვდებიან დამნაშავეებიც და არასოდეს მქონია პრობლემა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი