ვერონა კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება

ვერონა კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება

ავეჯის სახლი “ვერონა”, რომელიც ქართველ მომხმარებელს, 5 წელზე მეტია, პრემიალური კლასის იტალიური ავეჯით უმასპინძლდება, კლასიკურ ხაზს ავითარებს. სტილი, რომელიც უძლებს დროს და ნებისმიერ თაობაში ათვლის წერტილად გამოიყენება, ახლა უკვე თქვენი არჩევანის ნაწილი ხდება.

რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული, იტალია ყოველთვის გამოირჩეოდა ავეჯის მიმართ განსაკუთრებული მიდგომით. ანტიკური რომაული სტილითა და ფორმებით შთაგონებული ოსტატები თითოეული ნაკეთობისგან შედევრს ქმნიდნენ, რომელიც, თავის მხრივ, ცალკე მიმდინარეობებს აყალიბებდა. მცენარეთა და ცხოველთა მოხაზულობების დომინირება და ავეჯის დიზაინის ბუნებრივ საწყისთან დაახლოება მის კომფორტულობაზეც აისახა: მე-18 საუკუნის იტალია ფუფუნების ცენტრად იქცა. კლასიკური ავეჯის ხაზი, რომელიც უკვე ამშვენებს “ვერონას” შოურუმს, სწორედ ამ სტილისა და იდეალების გაგრძელებაა.

როგორც ავეჯის სახლში აცხადებენ, ეს იყო დიდი ხნის ნატვრა, რომელიც საბოლოოდ ასრულდა. “ჩვენ ამ სიახლეს წლებია, ვგეგმავთ, მაგრამ ნებისმიერ წამოწყებას სჭირდება გათვლა და მზაობა, როგორც მომხმარებლის, ასევე მიმწოდებლის მხრიდან. ამასთან ერთად, კლასიკა ისეთი თემაა, რომ არასდროს გადადის მოდიდან. ამიტომ ყველაფრის მოგვარებაზე დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ და შედეგიც სახეზეა: ისეთი წამყვანი ბრენდების ავეჯი, როგორებიც სკაპინი და საონჩელაა, სწორედ “ვერონას” მეშვეობით დაიდებს ბინას ჩვენს მომხმარებლებთან,” - ამბობს ავეჯის სახლის დირექტორი. მისივე თქმით, “ვერონას” ამ სიახლეს მომხმარებლებისგან კიდევ უფრო მეტი დადებითი გამოხმაურება მოყვა.

კლასიკური ხაზის ავეჯი განლაგებულია “ვერონას” შოურუმის ყველა დონეზე, თანამედროვე დიზაინერული ნამუშევრების კვალდაკვალ. ცოტა ხნის წინ მათ იტალიური სამზარეულოს ტექნიკა და ავეჯიც შეემატა, რამაც მომხმარებელთათვის კიდევ უფრო დიდი არჩევანი შექმნა.

იტალიური ხელოვნებით შექმნილი კლასიკური ავეჯი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, უკვე იქცა “ვერონას” ამ წლის სავიზიტო ბარათად. ავეჯის სახლი მომხმარებლებს სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ სიურპრიზს და მრავალფეროვნებას პირდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი