"ბიბლუსი გალერეაში" ტოლკინის "ჰურინის შვილების" პრეზენტაცია გაიმართა

"ბიბლუსი გალერეაში" ტოლკინის "ჰურინის შვილების" პრეზენტაცია გაიმართა

"ბეჭდების მბრძანებლისა" და ჰობიტების სამყაროს შემქმნელი ჯ. რ. რ. ტოლკინის "ჰურინის შვილები" ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. 1-ელ აგვისტოს "ბიბლუსი გალერეაში" წიგნი გამომცემლობა პალიტრა L-ის წარმომადგენლებთან ერთად ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა და მთარგმნელმა, გიორგი გომართელმა წარადგინეს.

"წიგნი განმსჭვალულია სიმამაცით, ეს არის წიგნი მეგობრობაზე, პატივისცემასა და ბრძოლაზე. წიგნში ისეთი სიმძლავრის ბოროტება ჩანს, როგორსაც აქამდე არსად შევხვედრივართ", - განაცხადა წიგნის მთარგმნელმა გიორგი გომართელმა.

"ტოლკინი მეოცე საუკუნის ლიტერატურის კლასიკოსია. ფენტეზის ჟანრის ჩამოყალიბებაში მისმა წიგნმა "ბეჭდების მბრძანებელი" დიდი როლი შეასრულა და დღესდღეობით არის კიდეც ამ ჟანრის შედევრი", - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

წიგნთან ერთად შედგა წიგნების სერიის, "პორტალის" პრეზენტაციაც, რომელიც ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის საუკეთესო ლიტერატურულ ნიმუშებს გააერთიანებს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს