"ვისოლმა" საქართველოში პირველად, "ეკო დრაგი" ანუ ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა

"ვისოლმა" საქართველოში პირველად, "ეკო დრაგი" ანუ ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა

3 აგვისტოს, "ვისოლმა" რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომთან ერთად, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის ტერიტორიაზე, ელექტრომობილების დამტენი მეორე სადგურსი გახსნა. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ პირველად საქართველოში "ეკო დრაგი" ანუ ელექტრომობილების ავტორბოლა გამართა. "ვისოლი" ელექტრომობილების დამტენების ქსელს კომპანია "ი-სპეის" - თან თანამშრომლობით ავითარებს, მათ საზოგადოებას საშუალება მისცეს წარმოედგინათ თავიანთი ელექტრომობილების შესაძლებლობები.

"ეკო დრაგზე" ერთმანეთს საქართველოში ყველაზე გავრცელებული, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის - Nissan Leaf-ის მძღოლები შეეჯიბრნენ, "ი-სპეის"-ის ადგილიდან სიჩქარის აკრეფაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ოთხ-კარიანი სედანი - "ტესლა" კი ბენზინზე მომუშავე სპორტულ ბოლიდს შეეჯიბრა. მან შესანიშნავი შედეგები აჩვენა. ელქტრომობილის დიზაინმა და სიჩქარემ ყველას მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, შეძლო ყველასთვის უახლესი ელექტროსკუტერებითა და ელექტროველოსიპედებით დაგეგმილი შოუ ენახა.

"გარემოზე ზრუნვა "ვისოლის" სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენი კომპანია აქტიურად უჭერს მხარს ეკო-მეგობრულ მანქანებს, რომელიც ერთის მხრივ არის ნაკლებად საზიანო გარემოსთვის, მათ ნაკლები გამონაბოლქვი და ნაკლები ხმაური აქვთ. ჩვენ მივეცით უნიკალური საშუალება ელექტრომობილების მძღოლებს, თავიანთი მანქანების შესაძლებლობების მაქსიმუმი ეჩვენებინათ. "ვისოლის" ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მორგებულია იმსთვის, რომ მსგავსი ტიპის სერვისები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს" - განაცხადა "ვისოლის" გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

კომპანია "ვისოლმა" "ეკო დრაგი" გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოვიჟენის" საზოგადოებრივი მხარდაჭერით გამართა. ღონისძიების პარტნიორი კი იყო Nissan Loaf Club Georgia. ავტორბოლას ცნობილი რეკორდსმენი მრბოლელი მევლუდ მელაძე წარუძღვა. სასიამოვნო სანახობისას კი იქ მყოფებს შეეძლოთ ქართული ხორცპროდუქტების კომპანია "ვაკე"- ს პროდუქტებით, გრილზე მომზადებული კერძი დაეგემოვნებია.

ავტორბოლის გამარჯვებულს სასტუმრო კომპლექს "რიქსოს ბორჯომში" ხუთვარსკვლავიანი დასვენება, აი სი ჯგუფისგან კი ერთ წლიანი ავტო დაზღვევის პაკეტი გადაეცა. "ეკო დრაგსის" გამარჯვებული "ი-სპეის"-მა ელექტრომობილის დამტენი კაბელითდაასაჩუქრა. ასევე აი სი ჯგუფისგან რბოლის ყველა მონაწილეს სპეციალური სადაზღვეო პაკეტის შეძენის შემთხვევაში VIP კლიენტის სტატუსი მიენიჭათ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია "ვისოლმა" საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელს ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგური თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე შემატა და მომავალში კომპანია მსგავსი სადგურების ქსელს კიდევ უფრო გააფართოებს. ამ ეტაპზე ელექტრომობილების მძღოლებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ საკუთარი ავტომობილის დამუხტვა.

(R)

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის