"საქართველოს ლატარიის კომპანია იხურება" - კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს

"საქართველოს ლატარიის კომპანია იხურება" - კომპანია მომხმარებლებს აფრთხილებს

"საქართველოს ლატარიის კომპანია" იხურება. "ლოტო 6/36-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1 სექტემბერს გაიმართება. "საქართველოს ლატარიის კომპანია," ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდეგ, საქმიანობას შეწყვეტს.

"ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ლატარიის კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი", - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლოტო 6/36-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1 სექტემბრის საღამოს შეწყდება.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი