ლატარიის კომპანია: "ლოტო 6/36"-ის ბოლო გათამაშება 1-ლ სექტემბერს გაიმართება"

 ლატარიის კომპანია: "ლოტო 6/36"-ის ბოლო გათამაშება 1-ლ სექტემბერს გაიმართება"

საქართველოს ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, ეროვნულ ლატარიაში ჩართული მონაწილეების ინტერესების გათვალისწინებით, გათამაშებებში მონაწილეობის მიღება 2017 წლის 1-ლი სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საქართველოს ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, "ლოტო 6/36"-ის ბოლო, რიგით 796-ე გათამაშება 1-ლ სექტემბერს გაიმართება.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გათამაშებისას მომხმარებლებს მიეცემათ შანსი, სხვადასხვა საპრიზო კატეგორიაში სოლიდური თანხების მფლობელები გახდნენ. კერძოდ, ზემოაღნიშნულ გათამაშებაში ლოტოს საპრიზო, მათ შორის, სარეზერვო ფონდში არსებული თანხები გამარჯვებულ საპრიზო კატეგორიებზე გადანაწილდება და სრულად გათამაშდება.

როგორც "საქართველოს ლატარიის კომპანიაში" აცხადებენ, ლოტოს ბოლო გათამაშების ორგანიზებისა და მოგების განაღდების პროცედურების დასრულების შემდგომ, საქართველოს ლატარიის კომპანია საქმიანობას შეწყვეტს.

მონაწილეებს 796-ე გათამაშებისთვის ბილეთების შეძენა 29 აგვისტოს, ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ, ონლაინ - ebetting.ge-ს საშუალებით შეეძლებათ, ხოლო 30 აგვისტოდან - ყველა გაყიდვის ობიექტზე, სადაც ლატარიის კომპანიის მანიშნებელია განთავსებული.

"ლოტო 6/36"-ისა და ყველა მიმდინარე მომენტალური გათამაშების ბილეთების გაყიდვა 1-ლი სექტემბრის საღამოს, 20 საათსა და 30 წუთზე შეწყდება. რაც შეეხება მოგებული თანხების განაღდებას, "ლოტო 6/36" ბოლო გათამაშებაში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება 1-ლ ნოემბრამდე;

"ლოტო 6/36"-ში მოგებული თანხის განაღდება შესაძლებელია "ლიბერთი ბანკში" და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში მომგებიან ბილეთებში (გადასაფხეკი ბილეთები) მოგების განაღდება შესაძლებელი იქნება 2017 წლის 1-ლ ნოემბრამდე; გასათვალისწინებელია, რომ 100 ლარის ჩათვლით მოგებახვედრილი თანხის განაღდება შესაძლებელი იქნება ლატარიის კომპანიის ჯიხურებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, სს ლიბერთი ბანკში და კომპანიის ბეთინგ ცენტრში, ხოლო 100 ლარზე მეტი თანხის - სს ლიბერთი ბანკში და საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში" - აცხადებენ კომპანიაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი