თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. ლევან იზორიამ მწუხარება გამოხატა ქართველი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. მინისტრის ინფორმაციით, სამი დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. წუხელ პატრულირებისას, როდესაც ის თავის ფუნქციებს ასრულებდა, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი და დადგა ეს სამწუხარო შედეგი. გვყავს ასევე სამი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე. ღვთის წყალობით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის, ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის, რომლის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე, გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, ბოლო ინფორმაციის თანახმად. მძიმედ დაიჭრა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მოსამსახურე. სერიოზულ ტეროტრისტულ აქტთან გვქონდა საქმე, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს მისია არის ძალიან საპასუხისმგებლო, რისკიანი, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ამ მისიის ღირსეულად შესრულებას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ამ წუთებში ჩვენ მივიღეთ სამძიმარი აშშ-ს ელჩისგან, ნატო-ს წარმომადგენლობისგან საქართველოში, ასევე, ჩვენს წარმომადგენლობას ბრიუსელში დაუკავშირდა ნატო-ს გენერალური მდივანი და მისი მოადგილე, გამოხატეს სამძიმარი ამ ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველანი ამ მძიმე წუთებში ოჯახთან ერთად ვართ", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ავღანეთში დაღუპულ 25 წლის ახალგაზრდას სამშობლოში კვირას გადმოასვენებენ. მდინარი ბებიაშვილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნის მკვიდრია.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა. "უკვე მესამედ იმყოფებოდა ავღანეთში. ოქტომბერში უნდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. წინა დღეს ესაუბრა დედას და უთხრა, რომ საშიში არაფერი იყო. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს. აპრილში წავიდა და ოქტომბერში მშვიდობით დაბრუნებას ელოდებოდა. ძალიან ცუდ დღეში ვართ", - აცხადებენ გარდაცვლილის ახლობლები.

წაიკითხეთ: "რომ დავბრუნდები, ჩვენებურად შევიკრიბოთო..." - ვინ იყო ავღანეთში დაღუპული 26 წლის სამხედრო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი