რატომ უქმნის საქართველოში დასვენება ავთანდილ ცქვიტინიძეს დისკომფორტს - "არ მინდა მკითხველმა ცუდად გამიგოს..."

რატომ უქმნის საქართველოში დასვენება ავთანდილ ცქვიტინიძეს დისკომფორტს - "არ მინდა მკითხველმა ცუდად გამიგოს..."

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან უხდებათ მასიური, გადატვირთული აქსესუარები, ზოგიერთს კი პირიქით, რაც უნდა მცირე ზომის აქსესუარი ეკეთოს, თითქოს ზედმეტია... ამ შემთხვევაში, ადამიანს თუ ძალიან უყვარს აქსესუარი, ალბათ, მინიმალურად უნდა გამოიყენოს! ყველას ყოველთვის ეტყობა, რა აქვს მიწებებული, რადგან ის ვერანაირად ვერ ჯდება მის ვიზუალურ და სულიერ ჰარმონიაში", - ამჯერად, დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გვესაუბრება საკუთარ გემოვნებაზე...

- ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომლებია თქვენთვის უფრო მიმზიდველი?

- ყველა ქვეყანას თავისი განსაკუთრებული ხიბლი აქვს... როცა პირველად ვიყავი რომში, მგონი, იქ ყველაფერი შემიყვარდა. აბსოლუტურად სხვა ემოციები მქონდა ვენეციაში. ხომ ორივე ერთი ქვეყანაა, მაგრამ სულ სხვადასხვა შთაბეჭდილება დამრჩა... "ჩემი" ქალაქი პარიზია! მიუხედავად იმისა, რომ სამსახურებრივი ურთიერთობებით დაიწყო - ჩვენებებით, შოურუმებით, შეგუება დამჭირდა მილანთან! იქაც მაქვს "ჩემი" კუთხეები, მაგრამ არის მომენტები, როდესაც შენს თავს იჭერ იმაში, რომ სხვაგან ყოფნა უფრო გიხარია... როდესაც პირველად ვიყავი ნიუ-იორკში, ვიგრძენი, იქ ჩემთვის ძალიან ბევრი ემოცია იყო, მაგრამ რამდენიმე ჩასვლის შემდეგ მივხვდი, ნიუ-იორკი ჩემთვის ბევრია, ის ჩემი არ არის!

ძალიან მინდა, იაპონიაში გემრიელად წავიდე და არა - ოთხი-ხუთი დღით. ჩემთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა... საერთოდ, მიყვარს, საზღვარგარეთ მომზადებული რომ მივდივარ. ამას მაშინ უფრო ვახერხებ, როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად, დასასვენებლად მივემგზავრები. არ მიყვარს ქვეყნის მხოლოდ ტურისტის თვალით ცქერა და ადგილობრივებს ყოველთვის რაღაცას ვეკითხები. უცხო ქვეყანაში პირველი ჩასვლა ყოველთვის ტურისტულია, არ ხარ ადაპტირებული და თითქოს, ინერციით მოქმედებ, აუცილებლად სანახავი ადგილები უნდა დაათვალიერო, მეორე ჯერზე და შემდეგში უკვე რაღაც "შენსას" ეძებ.

- რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება? როგორ ფიქ­რობთ, სად ცხოვრობენ ყველაზე გე­მოვნებიანი ადამიანები?

- არ შეიძლება ამ კუთხით თემის განხილვა ქვეყნების მიხედვით... ვერ ვიტყვით, რომ თუნდაც საქართველოში, ყველა გემოვნებიანია. ქვეყანაში ყველა საუკეთესოდ ჩაცმული ვერ იქნება და ეს არც არის სავალდებულო... მილანსა თუ პარიზში, ყოველთვის მოდის კვირეულების დროს მიწევს ჩასვლა და შესაბამისად, იქ განსაკუთრებულად გამოწყობილ ხალხს ვხედავ, თუნდაც, კაფეებსა და ქუჩებში... ეს მოდის კვირეულის დროს ხდება, თორემ სხვა პერიოდში ასე ვერ იქნება! და კიდევ, დაკვირვებული ვარ, რომ მაგალითად, თუ მილანში ის აცვიათ, რაც კონკრეტულად იმ სეზონზეა აქტუალური, ლონდონში უფრო ეტყობათ ინდივიდუალურობა და სითამამე ჩაცმაში.

- ამბობენ, რომ თბილისში ადრე უფრო გემოვნებიანად იცვამდნენ...

- ვერავის დავეთანხმები, თით­ქოს ჩაცმის კულტურას რამე დააკლდა საქართველოში! გემოვნებაში ნამდვილად არ მოვიკოჭლებთ! ასე მგონია, ქართველების 90 პროცენტი დახვეწილი და პრეტენზიული იბადება! როცა პრეტენზია გაქვს საკუთარ თავთან, ყოველთვის ცდილობ, რისი შესაძლებლობაც გაქვს, იმის მაქსიმუმი გამოიყენო! ძალიან მომწონს ქართველების გემოვნება, განსაკუთრებულად - ახალგაზრდების! მომწონს რომ ვხედავ, ბიჭებმაც დაიწყეს თავის მოვლა! თავის მოვლაში ვგულისხმობ ვარჯიშს, თანამედროვე ჩაცმულობას და იმის გაცნობიერებას, რომ ეს ყველაფერი არ "ტეხავს"...განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე