რას წერენ ანაკლიაში გარდაცვლილ 22 წლის გოგონაზე "ფეისბუქზე"

რას წერენ ანაკლიაში გარდაცვლილ 22 წლის გოგონაზე "ფეისბუქზე"

4 აგვისტოს გამთენიისას, ანაკლიაში ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა მისი ვინაობა - 22 წლის ნათია თავართქილაძე მუსიკალურ ფესტივალ GEM FEST-ს ესწრებოდა, რა დროსაც ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ნარკოტიკული ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ექიმები მის გადარჩენას თითქმის 8 საათი ცდილობდნენ, თუმცა გოგონა დაიღუპა.

22 წლის ნათია თავართქილაძე ფესტივალზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონა "თი ბი სი ბანკის" თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილის შესახებ ფეისბუქზე წერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე.:

"ეს ლამაზი გოგო, ანგელოზი ბავშვი უთბილესი... ჯერ ველოდები ზუსტი მიზეზები მაინტერესებს. განცხადებების და ამაზე პასუხისმგებლობების დროც მოვა ასეთი სხვა ანგელოზების დასაცავად" - წერს ნინა კობახიძე. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელია.

ნათია თავართქილაძეზე ფეისბუქში პოსტს წერს მისი დაც: "აი ეს გოგო, ეს ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგო არის ჩემი და ჩემი იმედი... ესე უნდა ავდგე და გავაგრძელო მე მის გარეშე ცხოვრებაა?!!!!!!" - წერს გარდაცვლილი გოგონას და.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ამასთან ირკვევა, რომ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 4 აგვისტოს GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებოდათ. საავადმყოფოში მოთავსებულთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

"20 წუთი იწვიმა და ავტომობილები დაიძირა... სასწაული ხდება აქ" - რა ვიდეოს აქვეყნებს ლევან ხაბეიშვილი სამგორის რაიონიდან, სადაც გზა დაიტბორა

რას წერს და რა ფოტოს აქვეყნებს პრინცი ხუან ბაგრატიონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

“როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას” - რას წერს მამუკა ხაზარაძე "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციებზე?