საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა

 საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა

საქართველოს ნაკრებმა ლიტვასაც მოუგო და ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა 5 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, ლიტვის საერთაშორისო ამხანაგურ ოთხთა ტურნირში გაიმარჯვა. კლაიპედაში გამართულ ფინალურ მატჩში ილიას ზუროსის გუნდმა მასპინძელი ლიტვის ნაკრები ანგარიშით 81:70 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა ლატვიას სძლია (73:69). III ადგილისთვის შეხვედრაში ლატვიას პოლონეთმა 80:76 მოუგო.

საქართველოს ნაკრები ლიტვიდან სამშობლოში დაბრუნდება და ევრობასკეტისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის მერიის თასზე, ჩეხეთის ეროვნულ გუნდს ორჯერ დაუპირისპირდება - 11 და 13 აგვისტოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი